საქართველოს პირველი ქალი-პრეზიდენტი: ზურაბიშვილის ბიოგრაფია

© Sputnik / Alexander Imedashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპრეზიდენტო არჩევნების რთულ და დაძაბულ ბრძოლაში დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მაინც დაამარცხა დ ა გამარჯვება მოიპოვა.

„Sputnik საქართველო" საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ბიოგრაფიას გაგაცნობთ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იგი პირველი ქალი-პრეზიდენტი და ხალხის მიერ არჩეული ბოლო პრეზიდენტი იქნება.

ბავშვობა

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის დედაქალაქში დაიბადა. მისი მშობლები ქართველი ემიგრანტები იყვნენ, რომლებმაც გოგონას ბავშვობიდანვე გაუღვივეს ისტორიული სამშობლოსადმი სიყვარული, ამიტომაც მისი ოცნება საქართველოში დაბრუნება იყო.

გოგონას მშობლებმა - ლევან ზურაბიშვილმა და ზეინაბ კედიამ ფრანგული უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრეს. მამა საავტომობილო ქარხანაში ინჟინრად მუშაობდა, დედა კი დიასახლის იყო.

ოჯახი ყველანაირად ცდილობდა საკუთარი ქართული ფესვების შენარჩუნებას. ლევან ზურაბიშვილმა ირგვლივ ქართული დიასპორა შემოიკრიბა, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე გახდა და პარიზში ქართული ეკლესია დააარსა.

გასაკვირი არ არის, რომ ლევან ზურაბიშვილის ქალიშვილმა იცოდა ქართული ენა, ისტორიული სამშობლოს ისტორია და ლიტერატურა.

ზურაბიშვილის მამამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა. ახალგაზრდა სალომე მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის ლიდერების ვიზიტების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებში, მეგობრებთან ერთად ქართულ ენაზე გამოსცემდა გაზეთს და ქართველი დისიდენტების სტატიებს თარგმნიდა.

პირველი ნაბიჯები დიპლომატიაში

სალომე ზურაბიშვილს საერთაშორისო ურთიერთობები პატარაობიდან აინტერესებდა. გარდა ამისა, გოგონა არ იყო გულგრილი ლიტერატურის, ისტორიისა და ჟურნალისტიკისადმი. 20 წლისა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი დაამთავრა, თუმცა, დიპლომატიის სასარგებლოდ საბოლოო არჩევანი კოლუმბიის უნივერსიტეტში (აშშ) გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხდება - დათვლილია ხმები ყველა უბნიდან

ორი წლის შემდეგ ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დაწყებას შეეცადა. გოგონას ჰკითხეს თუ რატომ სურდა მისი ცხოვრება დიპლომატიისთვის მიეძღვნა. სალომემ განაცხადა, რომ უყვარს მოგზაურობა და ოცნებობს გახდეს საფრანგეთის ელჩი საქართველოში.

22 წლის გოგონას ოცნება 29 წლის შემდეგ ასრულდა, როდესაც 51 წლის სალომე ზურაბიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩი გახდა.

მანამდე კი ზურაბიშვილმა დიპლომატის რანგში პირველი „ნათლობა" იტალიაში მიიღო - საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივანი.

რომში გადასვლისას გოგონამ თან ოჯახური რელიქვია წაიღო - ხის ზარდახშა, რომელიც მისმა ბებიამ 1921 წლის 25 მარტს საქართველოდან საფრანგეთში ემიგრაციაში წასვლისას სამშობლოდან წამოიღო. ზურაბიშვილს ზარდახშა ყველა გრძელვადიან მივლინებაში მიჰქონდა და საბოლოოდ, მრავალი წლის შემდეგ, ოჯახური რელიქვია საქართველოში დაბრუნდა.

კარიერული წინსვლა

იტალიაში მუშაობის სამი წლის შემდეგ, ზურაბიშვილმა ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში დაიწყო მუშაობა. ახალგაზრდა დიპლომატს ხუთი წლის განმავლობაში გაეროს საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივნის პოზიცია ეკავა.

1980 წელს სალომე საფრანგეთში დაბრუნდა, სადაც მუშაობა დაიწყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის თანამშრომლად. შემდგომ ზურაბიშვილმა დიპლომატიური სამსახური აშშ-ში გაგრძელდა - ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი. 1988 წელს ზურაბიშვილი ვენაში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პირველი მდივანი გახდა. 

ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება პირველმა ლიეტუვის პრეზიდენტმა მიულოცა

ავსტრიაში მუშაობის ხუთი წლის შემდეგ, როგორც იქნა ასრულდა ზურაბიშვილის მთავარი პროფესიული ოცნება - საქართველოში საფრანგეთის ელჩობის შესახებ. ეს ეწინააღმდეგებოდა დიპლომატიის წესებს, რომ დიპლომატს იმ ქვეყანასთან, სადაც ნიშნავენ, არაფერი უნდა აკავშირებდეს. თუმცა, ზურაბიშვილმა შეძლო სისტემის მსხვრევა.

52 წლის ზურაბიშვილისთვის ეს ცხოვრებაში მთავარი მიზნის მიღწევა გახდა.

ცხოვრება საქართველოში

სქართველოში საფრანგეთის ელჩად ზურაბიშვილმა ერთი წელი იმუშავა. 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავიდან მას საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი შესთავაზა.

მოგვიანებით ზურაბიშვილი იხსენებს, რომ არ სურდა საგარეო საქმეთა მინისტრობა და პრეზიდენტს მის მრჩევლად დანიშვნა სთხოვა, რამდენადაც კატეგორიულად არ სურდა პოლიტიკური თანამდებობის დაკავება.

ზურაბიშვილი: შვილების მოკვლით მემუქრებიან>>>

სალომე ზურაბიშვილი 2005 წელს, იმ პერიოდის საქართველოს ყველაზე გავლენიან ქალთან, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან კონფლიქტის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე მმართველმა გუნდმა თბილისსა და სხვა ქალაქებში, ასევე ავტოტრასებზე მრავალი ბანერი გამოაკრა. მათზე გამოსახული არიან პარტიული ლიდერები, რომლებიც დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილისათვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი ვაშაძის წინააღმდეგ: ბილბორდებით ბრძოლა

მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ზურაბიშვილს არაკომპეტენტურობაში დასდეს ბრალი, ზურაბიშვილმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ არ სურს სააკაშვილის ტყუილების მოთმენა.

ამის შემდეგ ზურაბიშვილმა თავიდან საზოგადოებრივი მოძრაობა, შემდეგ კი პარტია „საქართველოს გზა" დააფუძნა. თუმცა, 2010 წელს ზურაბიშვილს ქართულ პოლიტიკაზე გული აუცრუვდა და საფრანგეთში გაემგზავრა.

პარიზში მან კვლავ გაეროში დაიწყო მუშაობა და გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფს ჩაუდგა სათავეში.

მცდელობა №2 და ტრიუმფი

სამშობლოში მეორედ დაბრუნებისთვის დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია. 2012 წელს ზურაბიშვილი საქართველოში ჩამოვიდა, რათა მხარი დაეჭირა პოლიტიკურ არენაზე გამოჩენილი კოალიციისთვის, რომელიც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააარსა.

საბოლოოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი არც ივანიშვილის მიერ დაარსებული კოალიცია „ქართული ოცნების" წევრი გახდა. მას 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურდა, თუმცა, ორმაგი მოქალაქეობის გამო რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ

2016 წელს ზურაბიშვილი საბოლოოდ დაბრუნდა ქართულ პოლიტიკაში, გახდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. მას მხარი მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" დაუჭირა, რომელმაც განაცხადა რომ არ შეიძლება ქვეყანამ ზურაბიშვილის მსგავსი ღირებული კადრი და გამოცდილი დიპლომატი დაკარგოს.

წინასაარჩევნო მარათონში ზურაბიშვილი ქართული ენის სათანადო არცოდნის გამო რამდენჯერმე აღმოჩნდა კურიოზულ ვითარებაში, მიუხედავად ამისა, იგი ამომრჩეველს მაინც ხვდებოდა.

პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, ზურაბიშვილმა 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო, თუმცა, ხმების უმეტესობა (38,64%) მიიღო. გადამწყვეტ ბრძოლაში მან მაინც მოახერხა მის მოწინააღმდეგის - გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის გრიგოლ ვაშაძის დამარცხება. ამჯერად ზურაბიშვილი საქართველოს არჩეული მეხუთე პრეზიდენტი გახდა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დღეს ჩვენს ქვეყანაში პრინციპული არჩევანი გააკეთეს. ამ არჩევანს დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ერთად საბოლოოდ და დამაჯერებლად ვთქვით უარი წარსულზე და იმაზე, რაც ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას, წინსვლას და გათავისუფლებას ხელს შეუშლიდა", - განაცხადა ზურაბიშვილმა შედეგების გამოცხადების შემდეგ.

პირადი ცხოვრება

ზურაბიშვილი ორჯერ იყო გათხოვილი. მისი პირველი მეუღლე წარმოშობით ირანელი ქართველი გორჯესტან გუგუშვილი იყო, რომელიც რომში გაიცნო, როდესაც 22 წლის იყო. წყვილს ორი შვილი შეეძინა – თეიმურაზი და ქეთევანი.

თუმცა, ქორწინება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. როგორც ზურაბიშვილი იხსენებს, მას მეუღლესთან დაშორება მოუწია, რადგან „ძალზე განსხვავებულები" იყვნენ და წყვილი ყოველდღიურად ხვდებოდა, რომ მათი ქორწინების შენარჩუნებას ორი შვილიც კი ვერ უშველიდა.

ანდრის ლიეპა და ნინო ანანიაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტობის კანდიდატების სიყვარულის გიჟური ისტორიები

მეუღლესთან დაშორების შემდეგ ზურაბიშვილი აფრიკაში გაემგზავრა და დიპლომატიურ სამსახურს დაუბრუნდა, სადაც სამი წელი დაჰყო.

ზურაბიშვილის მეორე მეუღლე ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი ჯანრი კაშია იყო. 1980-იანი წლებიდან კაშია ცხოვრობდა და მუშაობდა დასავლეთში - „რადიო თავისუფლებისა" და „ამერიკის ხმის" რედაქციებში. 2012 წელს კაშია 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ეს ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული იყო. და მიუხედავად დიდი ტკივილისა, მე მაინც ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანის გვერდით ვცხოვრობდი. ის არამარტო მეუღლე, არამედ ჩემი საუკეთესო მეგობარი და მრჩეველი იყო", - ასე აღწერა საკუთარი ქორწინება ზურაბიშვილმა კაშიას გარდაცვალების შემდეგ.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ძალიან გაუჭირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0