02:26 18 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2980
  • 100 RUB4.6380
  • USD2.9682
სახანძრო მანქანა

საქართველომ ტყის ხანძრებთან ბრძოლის მიზნით სპეცტექნიკა შეიძინა

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (87)
88 0 0

საქართველოს საგანგებო სამსახურები ტყის ხანძრებთან ეფექტური ბრძოლისთვის სპეცტექნიკას იმარაგებენ

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვედანაყოფებმა ექვს ქალაქსა და დაბაში მიიღეს ახალი სახანძრო მანქანები, რომლებიც ტყის რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის არის ადაპტირებული, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქართველოში პირველ ქართულ სახანძრო-სამაშველო მანქანას აწყობენ >>

ახალი ტექნიკა გადანაწილდა შემდეგი ქალაქების დეპოებში: თიანეთი, დმანისი, ქარელი, შუახევი, წალენჯიხა (დაბა ჯვარი), ბაკურიანი.

ეს რეგიონებში ახალი ტექნიკის განაწილების მეორე ეტაპია. პირველი პარტია - 13 მანქანა - 10 ოქტომბერს მიიღეს, ტექნიკა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე გადანაწილდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სულ 20 მანქანა შეისყიდა. პრესსამსახურის ცნობით, საქართველოში ელოდებიან კიდევ ერთ ავტომობილს, რომელსაც თბილისის ქვედანაყოფს გადასცემენ.

ახალი ტექნიკის შესყიდვისთვის საქართველოს ხელისუფლებამ 10 მილიონი ლარი დახარჯა.

სახანძრო მანქანების გარდა, საქართველომ ასევე 20 წყალმზიდი შეიძინა. ახლო მომავალში წყალმზიდები ქვეყანაში იქნება და რეგიონებში გადანაწილდება.

მიმდინარე წლის აგვისტოში სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრ „დელტამ" საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის სახანძრო-სამაშველო მანქანების წარმოება დაიწყო. პირველი სამი ნიმუში 2018 წლის ბოლომდე გამოჩნდება, ხოლო 2019 წლიდან მათი სერიული წარმოება დაიწყება.

სექტემბრის დასაწყისში გახდა ცნობილი, რომ საქართველოს მთავრობამ მოიწონა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იდეა 20 პიკაპის შესყიდვის თაობაზე, რომლებსაც რთულად მისაღწევ ტყის ტერიტორიებში სამაშველო ჯგუფების გადასასროლად გამოიყენებენ.

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (87)

მთავარი თემები