07:48 14 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0517
  • 100 RUB4.0048
  • USD2.7155
Rosenbauer-ის სახანძრო მანქანები

საქართველოში პირველ ქართულ სახანძრო-სამაშველო მანქანას აწყობენ

© FB / Giorgi Mgebrishvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
86 0 0

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოში სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის სრულ განახლებას გეგმავს.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანა საქართველოს ქალაქებში მომავალი წლიდან გამოჩნდება, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ ტექნიკას სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა" ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერთან" (Rosenbauer) თანამშრომლობით აწარმოებს, დამკვეთი კი საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია. ძველი საბჭოური ტექნიკის ახლით ჩანაცვლების შესახებ შეთანხმება მიმდინარე წლის აპრილში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის გიორგი მღებრიშვილის ავსტრიაში ვიზიტის დროს იქნა მიღწეული.

შალვა ხუციშვილი: სახანძრო დეპოში არც ერთი საბჭოთა წარმოების მანქანა აღარ იქნება>>

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში აწყობილი სახანძრო-სამაშველო მანქანა ტესტირებას ავსტრიაში, „როზენბაუერის" ბაზაზე გაივლის, რის შემდეგაც „დელტა" ავტომანქანების სერიულ წარმოებას დაიწყებს.

სააგენტოს ცნობით, საქართველოში წარმოებული სახანძრო-სამაშველო მანქანა მულტიფუნქციური და მაღალი გამავლობის იქნება. ასევე საქართველოში აწყობილი პირველი სახანძრო-სამაშველო მანქანა საერთაშორისო სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.

„ჩვენი სპეციალისტები მაღალ შეფასებას აძლევენ DELTA-ს მიერ განხორციელებულ სამუშაოსა და მანქანის ტექნიკურ მონაცემებს. ROSENBAUER-ის მხრიდანაც საკმაოდ კარგი შეფასება გვაქვს. 2019 წელს რეგიონებში, ჩვენ მუნიციპალიტეტებში გამოჩნდება ეს სახანძრო-სამაშველო მანქანა და დაიწყება საბჭოთა ტექნიკის ჩანაცვლების მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტი", – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოში სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის სრულ განახლებას გეგმავს.

Rosenbauer-ი სახანძრო-სამაშველო ტექნიკას 150 წელია აწარმოებს და ამ სფეროში ლიდერია. კომპანიამ თავისი პროდუქცია ექსპორტზე პირველად 1920 წელს ჩინეთში გაიტანა. ამჟამად კომპანია ევროპის, აზიის 100-ზე მეტ ქვეყანასა და აშშ-შია წარმოდგენილი.

 

მთავარი თემები