ხანძარი ბაღდათში - ადგილზე დამატებითი ძალები გადაისროლეს

© FB / Emergency Management Serviceტყის ხანძარი ბაღდათის რაიონში
ტყის ხანძარი ბაღდათის რაიონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით საგანგებო შტაბი შეიქმნა

თბილისი, 11  ნოემბერი — Sputnik. ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში დამატებითი ძალები ჩაერთვნენ, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ხანძარი სოფელ ზეკარის ტყეში შაბათს გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, ცეცხლმა 5 ჰა ფართობი გაანადგურა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი შერეული ტყის ქვედა საფარს უკიდია. დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

„ადგილზე გვიან ღამით გაიგზავნა ტყის ხანძრის ქრობის ახალი ტექნიკა და მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფები. შექმნილია საგანგებო შტაბი. ამ დროისთვის, ადგილზე მუშაობს 110 მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება“, - ნათქვამია განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 187-ე მუხლის 2-ე ნაწილით („ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით“), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ბორჯომის ნახანძრალი ტყის მასივის გაწმენდითი სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა >>

სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 5 მილიონი დოლარის ღირებულების სახანძრო-სამაშველო ტექნიკის 40 ერთეული შეიძინა, მათ შორის ტყის რთულ რელიეფზე სასიარულოდ ადაპტირებული სახანძრო მანქანები. ტექნიკის ნაწილი ქვეყნის რეგიონებს უკვე გადაეცა.

ყველა ახალი ამბავი
0