ზაზა სალარიძე საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებს

© photo: Sputnikზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სარალიძე მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ ზაზა სარალიძემ 25 ნოემბერს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია დააანონსა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„მანამ ვიბრძოლებთ, სანამ არ იქნება პასუხისგებაში მიცემული თემირლან მაჩალიკაშვილის და ჩემი შვილის მკვლელები, ასევე ყველა ხელის დამფარებლები და ამ საქმეების გამყალბებლები ”, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად - Sputnik საქართველო
სარალიძის პროტესტი: როგორ იშლებოდა კარვები პარლამენტის წინ

სარალიძემ მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

თბილისში პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციას დღეს პანკისის ხეობის მცხოვრებლების ნაწილი შეუერთდა.

სარალიძემ საპროტესტო აქცია 31 მაისიდან დაიწყო, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი შვილის დავითის და კიდევ ერთი მოზარდის ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სარალიძე და დადუნაშვილი სისხლიან გარჩევას 2017 წლის 1 დეკემბერს შეეწირნენ. სასამართლომ ვერ უპასუხა კითხვას - ვინ მოკლა სარალიძე. საქმეზე დაკავებული ორი ბრალდებულიდან ერთი დადუნაშვილის მკვლელობისთვის გასამართლდა, მეორე - სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის.

მას შემდეგ, რაც პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, ხოლო შსს გამოძიებაში ჩარევის შესაძლო ფაქტების გამოძიებით დაკავდა, პროტესტი შეწყდა. თუმცა სარალიძე ორივე სტრუქტურის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა და 10 სექტემბერს კვლავ ქუჩაში გავიდა.

თბილისელებს საახალწლო ნაძვის ხეზე უარის თქმა შესთავაზეს >>

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. კონფლიქტი 51-ე სკოლაში დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0