თბილისის ცენტრში ზაზა სარალიძემ და მისმა მხარდამჭერებმა პროტესტის ნიშნად კარვები გაშალეს. ნახეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, რა ხდებოდა ღამით რუსთაველის გამზირზე.
© Sputnik / STRINGERთბილისში ქუჩური გარჩევისას მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ
თბილისში ქუჩური გარჩევისას მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ
© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქციები 31 მაისს დაიწყო მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლომ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე გადაწყევტილება გამოიტანა
საპროტესტო აქციები 31 მაისს დაიწყო მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლომ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე გადაწყევტილება გამოიტანა
© Sputnik / STRINGERზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელების დასჯის გარდა, ასევე მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. შაბათ ღამით მან მხარდამჭერებთან ერთად დაიწყო კარვების დადგმა პარლამენტის წინ, რასაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა
ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელების დასჯის გარდა, ასევე მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. შაბათ ღამით მან მხარდამჭერებთან ერთად დაიწყო კარვების დადგმა პარლამენტის წინ, რასაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა
© Sputnik / Alexander Imedashviliკარვების დადგმა სარალიძემ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც თბილისის მერიამ მოკლული მოზარდის მამას, პარლამენტის წინ საახალწლო ნაძვისხის დადგმის მოტივით, სხვა ადგილას გადანაცვლება მოსთხოვეს
კარვების დადგმა სარალიძემ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც თბილისის მერიამ მოკლული მოზარდის მამას, პარლამენტის წინ საახალწლო ნაძვისხის დადგმის მოტივით, სხვა ადგილას გადანაცვლება მოსთხოვეს
© Sputnik / STRINGERზაზა სარალიძის მხარდასაჭერად არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოიწყეს აქცია „კარვებით დავიცვათ თავისუფლება!“
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოიწყეს აქცია „კარვებით დავიცვათ თავისუფლება!“
© Sputnik / STRINGERზაზა სარალიძე, რომელმაც უარი განაცხადა ტერიტორიის დატოვებაზე, შეხლა-შემოხლაში შეუძლოდ გახდა. ამიტომ საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება
ზაზა სარალიძე, რომელმაც უარი განაცხადა ტერიტორიის დატოვებაზე, შეხლა-შემოხლაში შეუძლოდ გახდა. ამიტომ საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება
© Sputnik / STRINGERზაზა სარალიძემ რამდენიმე საათი გაატარა ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ, შემდეგ კი ისევ აქციას დაუბრუნდა
ზაზა სარალიძემ რამდენიმე საათი გაატარა ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ, შემდეგ კი ისევ აქციას დაუბრუნდა
© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციამ ვერ აღკვეთა კარვების დადგმა, ამიტომ იმით შემოიფარგლა, რომ კარვების გარშემო ჯაჭვი შეკრა
პოლიციამ ვერ აღკვეთა კარვების დადგმა, ამიტომ იმით შემოიფარგლა, რომ კარვების გარშემო ჯაჭვი შეკრა
© Sputnik / Alexander Imedashviliშაბათ-კვირის ღამით ზაზა სარალიძემ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის წინ ათობით კარავი გაშალა
შაბათ-კვირის ღამით ზაზა სარალიძემ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის წინ ათობით კარავი გაშალა
© Sputnik / Alexander Imedashviliკვირას საპროტესტო აქციაზე ხალხმრავლობა აღარ შეინიშნებოდა
კვირას საპროტესტო აქციაზე ხალხმრავლობა აღარ შეინიშნებოდა
© Sputnik / Alexander Imedashviliკარვების ნაწილი აიღეს, ნაწილი კი კვლავ დგას პარლამენტის წინ. იქვე მორიგეობს პოლიციის გაძლიერებული რაზმები
კარვების ნაწილი აიღეს, ნაწილი კი კვლავ დგას პარლამენტის წინ. იქვე მორიგეობს პოლიციის გაძლიერებული რაზმები
© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სამართალდამცველებს ჰქონდათ ინფორმაცია აქციაზე ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობის შესახებ, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდა საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სამართალდამცველებს ჰქონდათ ინფორმაცია აქციაზე ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობის შესახებ, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდა საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად