00:27 18 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0268
  • 100 RUB4.0447
  • USD2.6727
რეგიონული პერინატალური ცენტრი

საქართველოში შობადობა 5,6%-ით შემცირდა

© photo: Sputnik / Ygor Zarembo
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
5601

იანვარ-ივნისში მოსახლეობის ბუნებრივმა ზრდამ 709 ადამიანი შეადგინა

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში დაიბადა 24,3 ათასზე მეტი ბავშვი, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,6%-ით ნაკლებია, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

ყველაზე მაღალი შობადობა დაფიქსირდა თბილისში — 8 074 ბავშვი, ყველაზე დაბალი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში — 148.

უვიზო რეჟიმი და დემოგრაფია — საქართველოდან მიგრაციის საფრთხეები >>

შობადობის შემცირების ფონზე საქართველოში სიკვდილიანობის შემცირების ტენდენცია შეინიშნება. ექვს თვეში საქართველოში გარდაიცვალა 23 603 ადამიანი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,4%-ით ნაკლებია.

ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა დაფიქსირდა თბილისში (5 965 ადამიანი), სადაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედი ცხოვრობს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ყველაზე ნაკლები — 340 ადამიანი გარდაიცვალა.

ექსპერტებს არაერთხელ უთქვამთ, რომ საქართველოში სერიოზული დემოგრაფიული პრობლემებია. შობადობის შემცირებას ქვეყნიდან მიგრაციის ზრდა ემატება.

დემოგრაფების პროგნოზებით, მოსალოდნელია საქართველოს შობადობას უფრო ძლიერი კლება, რადგან 1990-2000 წლებში ქვეყანაში ორჯერ ნაკლები გოგონა დაიბადა, ვიდრე 1980-1990 წლებში.

დემოგრაფმა თამარ ჩიბურდანიძემ მანამდე მოუწოდა ქართველ ჟურნალისტებს ქვეყნის მოსახლეობამდე მიიტანონ ინფორმაცია მოსახლეობის შემცირებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

მისი თქმით, დემოგრაფიულ პრობლემას ევროპაც გადააწყდა. უძლიერესი ევროპული სახელმწიფოები მის გადასაწყვეტად კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ, რადგან უდიდესი ერები ფაქტობრივად მსოფლიოს რუკიდან ქრებიან.

2018 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 729,6 ათას ადამიანს შეადგენს.


მთავარი თემები