01:15 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
რეგისტრაციის ზონა თბილისის აეროპორტში

უვიზო რეჟიმი და დემოგრაფია - საქართველოდან მიგრაციის საფრთხეები

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
დემოგრაფიული ვითარება საქართველოში (16)
187 0 0

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლება ქართველ მიგრანტებთან დაკავშირებული პრობლემების გამო გააფრთხილა და რეკომენდაციები მისცა

მიგრაცია საქართველოს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ერთის მხრივ, მოსახლეობა მცირდება, ხოლო დაბალი შობადობის პირობებში ეს საკმაოდ საგანგაშო ფაქტორია, მეორეს მხრივ ევროკავშირის ქვეყნებთან ნანატრი უვიზო რეჟიმი საფრთხეში შეიძლება აღმოჩნდეს.

„საქსტატის“ მონაცემებით, ბოლო 23 წლის განმავლობაში საქართველო 1 მილიონ 260,7 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა, ვიდრე საცხოვრებლად ჩამოვიდა. 1994 წელს საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობა 4,9 მილიონ ადამიანს აღემატებოდა, 2018 წელს კი ქვეყანაში მხოლოდ 3,7 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს.

2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180-დან 90 დღე) უფლება მოიპოვეს.

უვიზო რეჟიმის არასასიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა და ისლანდიამ.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარკ ჰულსტმა ბოლო სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

ყველაზე მეტი მაძიებელი გერმანიაში აღმოჩნდა — 2018 წელს დაახლოებით 2500 ადამიანი. აქედან მიზანს მხოლოდ 1%-მა მიაღწია.

შვედეთში თავშესაფარი საქართველოს 490-მა მოქალაქემ მოითხოვა, ბელგიაში — 471-მა.

დაბრუნდით სახლში

ორგანიზაციის წარმომადგენელმა მედია-ცენტრ „მთავარში“ ისაუბრა იმის შესახებ, რა ელოდება თავშესაფრის მაძიებლებს ევროპაში.

„შვედეთი აცხადებს, რომ საქართველო — უსაფრთხო ქვეყანაა, და, კეთილი ინებეთ და საქართველოში დაბრუნდით, თუ ნებაყოფლობით არა, ზოგჯერ, სამწუხაროდ, საჭირო ხდება ძალის გამოყენება. ადრე საფრანგეთი იყო ლოიალური ქვეყანა თავშესაფრის მაძიებლებისთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო, საფრანგეთი იმავე ლოიალური მიდგომით აღარ მოქმედებს“, — განაცხადა ჰულსტმა.

საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება – ექსპერტები განგაშს ტეხენ >>

მისი თქმით, გერმანიაში თავშესაფრის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: ერთია უშუალოდ ლტოლვილის სტატუსი, რომელიც საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია და მეორეა დროებითი ცხოვრების უფლება სხვადასხვა მიზეზის გამო. აქ, ძირითადად, საუბარი იყო ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებზე.

შვედეთში გერმანიასთან შედარებით უფრო მკაცრი კანონები მოქმედებს — ამ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებს არც ლტოლვილის სტატუსის, არც დროებითი ცხოვრების უფლების მიღება არ შეუძლიათ.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა გადადგას სერიოზული ნაბიჯები მიგრაციის ტალღის შესაჩერებლად.

„თუ ქვეყანა უვიზოდ სამი თვით დარჩენის შესაძლებლობას გაძლევს, ეს არ ნიშნავს, რომ იქ თავშესაფრის მოთხოვნა შეიძლება. თავშესაფრის მთხოვნელები შედეგად იღებენ იმას, რომ მათ თავშესაფარს ისეთ ცენტრებში აძლევენ, სადაც პირობები შეიძლება იყოს მიუღებელი და იმაზე უარესი, ვიდრე არის ცხოვრება საქართველოში. თუ ისინი ოჯახებთან ერთად ჩამოდიან, ბავშვებს უჭირთ, რადგან ისინი არ დადიან სკოლაში, არიან გაურკვევლობაში და რთულ მდგომარეობაში“, — განმარტა ჰულსტმა.

მან ურჩია საქართველოს ხელისუფლებას წარმართოს აქტიური სოციალური კამპანია და მიაწოდოს მოქალაქეებს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ელოდებათ მათ ემიგრაციაში, რომ ევროპაში ცხოვრება მიზნის მიღწევის საშუალებას არ წარმოადგენს.

გარდა ამისა, ჰულსტმა ისაუბრა საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაყალბებისგან მაქსიმალური დაცულობის მნიშვნელობაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პასპორტი ევროპაში დიდი ნდობით სარგებლობდეს. ის, ვინც ევროპაში ქართული პასპორტით მიემგზავრება, ხშირად არ არის საქართველოს მოქალაქე. ჩემი რეკომენდაციაა, რომ საქართველოს პასპორტი მაქსიმალურად იყოს დაცული, რომ მისი ბოროტად გამოყენება შეუძლებელი იყოს“, — დასასრულს განაცხადა ჰულსტმა.

 

თემები:
დემოგრაფიული ვითარება საქართველოში (16)

მთავარი თემები