15:26 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
ტურისტები

საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება – ექსპერტები განგაშს ტეხენ

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (152)
33001

საქართველოს მოსახლეობის განვითარების ეროვნულმა საბჭომ ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. დემოგრაფი თამარ ჩიბურდანიძე ქართველ ჟურნალისტებს მოუწოდებს, მოსახლეობამდე მიიტანონ ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

ჩიბურდანიძე, მთავრობის, პარლამენტის წევრებთან და გუბერნატორებთან ერთად, ერთი კვირის წინ შექმნილი საქართველოს მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრია. საბჭოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. სტრუქტურა ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით სამოქმედო გეგმაზე მუშაობს.

„ამაში ყველა საინფორმაციო საშუალება უნდა ჩაერთოს. როდესაც ქვეყანა დიდი ეროვნული პრობლემის წინაშე დგას, ჟურნალისტებმა მოქალაქეებამდე უნდა მიიტანონ პრობლემა", — განაცხადა ჩიბურდანიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა>>>

როგორც მან აღნიშნა, დემოგრაფიული პრობლემა შეეხო ევროპასაც. ევროპის უძლიერესი სახელმწიფოები კოლოსალურ თანხას ხარჯავენ მის გადასაჭრელად, რამდენადაც სატიტულო ერები ფაქტობრივად ქრებიან მსოფლიო რუკიდან.

„დემოგრაფიული პრობლემების წარმოქმნის ყველაზე მთავარი მიზეზი არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყნიდან მიგრაციაა, არამედ საზოგადოების ცნობიერება. ეს საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. მაგალითად, იაპონიამ დღეს აღიარა, რომ მათთან დემოგრაფიული პრობლემები მხოლოდ იმიტომ მძვინვარებს, რომ მათში ეროვნული ცნობიერება დაქვეითდა. საქართველოშიც მთავარი მიზეზი ეს არის", — აღნიშნა ჩიბურდანიძემ.

მისი განცხადებით, საქართველოს შობადობის მკვეთრი კლება ელოდება, რამდენადაც 1980-1990-იან წლებში საქართველოში 445 ათასი გოგონა გაჩნდა, ხოლო 1990-2000-იან წლებში – მხოლოდ 225 ათასი. ანუ დღეისათვის დედობის ასაკში მყოფი გოგონების რიცხვი ორჯერ ნაკლებია.


იმისათვის, რომ 2050 წლისთვის დემოგრაფიული კატასტროფა ავიცილოთ, უკვე აუცილებელია საჭირო ზომების გატარება. ჩიბურდანიძის სიტყვებით, საქართველოს მოსახლეობა შეიძლება 28%-ით შემცირდეს, ანუ 1,1 მილიონი ადამიანით. ამასთან, ეს ძირითადად საქართველოს მოსახლეობას შეეხება.
მანამდე სერიოზულ პრობლემებზე დემოგრაფმა ავთანდილ სულაბერიძემ ისაუბრა. მისი სიტყვებით, უცხოეთში განათლების მისაღებად წასული ახალგაზრდობის დიდი ნაწილი სამშობლოში აღარ ბრუნდება, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ და დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. თუ აქამდე მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება შობადობის შემცირებასა და სიკვდილიანობის გაზრდას უკავშირდებოდა, ახლა ამ ჩამონათვალს შრომითი მიგრაციაც დაემატა.
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (152)

მთავარი თემები