საქართველოში მიგრანტების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები სვეტიცხოვლის ტერიტორიაზე
ტურისტები სვეტიცხოვლის ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული პასპორტის მფლობელ მიგრანტებს შორის რუსეთისა და თურქეთის მოქალაქეები ლიდერობენ

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 83,2 ათასი მიგრანტი იმყოფება, ნათქვამია „საქსტატის“ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ორმაგი მოქალაქეობა რეალობა გახდება >>

იმიგრანტების საერთო რიცხვიდან დაახლოებით 32,8 ათასი ქალი და 50,5 ათასი მამაკაცია.

საქართველოს საერთაშორისო ბიომეტრიული პასპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები ორმაგი მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ

მიგრანტების უმრავლესობას საქართველოს მოქალაქეობა გააჩნია — ეს 48 ათასი ადამიანია. მეორე ადგილზე რუსეთის მოქალაქეები არიან (9,7 ათასი ადამიანი), მესამეზე — თურქეთის (დაახლოებით 4,4 ათასი).

შემდეგ არიან აზერბაიჯანის (3,5 ათასზე მეტი) და ინდოეთის მოქალაქეები (დაახლოებით 2,7 ათასი).

საქართველოში ყველაზე მეტია 25-დან 29 წლამდე ასაკის მიგრანტი — დაახლოებით 12 ათასი. შემდეგ არიან 30-34 წლის ადამიანები — 10 ათასი ადამიანი.


ყველა ახალი ამბავი
0