რატომ დატოვა თანამდებობა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა

© Sputnik / Levan Avlabreliდავით ქევხიშვილი
დავით ქევხიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქევხიშვილის თქმით, ის აქამდე იმიტომ არ გადადგა, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრები და გულშემატკივრები ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას რამდენიმე კვირაა მოითხოვდნენ.  ქართველი ძიუდოისტების პროტესტი თელ-ავივში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს ნაკრების წარუმატებელ გამოსვლას უკავშირდება. 

აქამდე ქევხიშვილი გადადგომაზე უარს აცხადებდა. თუმცა 31 მაისს, გვიან ღამით, მოხდა ინციდენტი, რომელმაც, სავარაუდოდ, გადადგომისკენ უბიძგა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
ძიუდოისტების სისხლიანი დაპირისპირება: დაჭრილია ვეტერანი სპორტსმენი

ძიუდოს ფედერაციის თანამშრომლებმა სპორტსმენებს, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავდნენ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად დაიჭრა ძიუდოს ვეტერანი, სოსო წელაური, ლაშა ყიზილაშვილი და გრიშა გუმაშვილი. დაკავებულია ლომერ ჟორჟოლიანი, რომელიც საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი და დავით ქევხიშვილის მხარდამჭერია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ინციდენტის ადგილას იმყოფებოდა ქევხიშვილიც, რომელმაც შემთხვევის შემდეგ სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია.

ქევხიშვილმა თავის პოსტში აღნიშნა, რომ აქამდეც შეეძლო მას  ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები, ეს არ გააკეთა.  

ძიუდოს ნაკრების ვარჯიში - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა ძიუდოისტები ეროვნული ნაკრების პროტესტს უერთდებიან

„არ გავაკეთე არა პირადი, არამედ ძიუდოს ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან მიაჩნდა, რომ პრინციპული პოზიცია, სიმართლისა და შესაბამისად, სამართლებრივი ინსტიტუტების დაცვა  დღეს როგორც არასდროს, არამხოლოდ სპორტის, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებით არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“, — წერს ქევხიშვილი.

ქევხიშვილის თქმით, ის თანამდებობას პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით ტოვებს.

„მე ვტოვებ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, რამეთუ ყველა იმ ძიუდოისტს, რომელიც ორიენტირებულია თავის საქმის ღირსეულად კეთებაზე, მიეცეს მშვიდ ვითარებაში ამ საქმის კეთების საშუალება და არ გახდნენ პროვოკაციის მსხვერპლნი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ჰქონდა ადგილი“, — წერს ქევხიშვილი.

დავით ქევხიშვილს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი 2012 წლის 10 დეკემბრიდან ეკავა. ის გასულ წელს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სიაში ქევხიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების" პარტიული სიის პირველი ნომერი იყო.


ყველა ახალი ამბავი
0