ახალგაზრდა ძიუდოისტები ეროვნული ნაკრების პროტესტს უერთდებიან

© photo: Sputnik / Denis Aslanovძიუდოს ნაკრების ვარჯიში
ძიუდოს ნაკრების ვარჯიში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრები და გულშემატკივრები ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას რამდენიმე კვირაა მოითხოვენ.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები ეროვნული ნაკრების პროტესტს შეუერთდა და საწვრთნელი შეკრება დატოვა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრები და გულშემატკივრები ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას რამდენიმე კვირაა მოითხოვენ.  ქართველი ძიუდოისტების პროტესტი თელ-ავივში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს ნაკრების წარუმატებელ გამოსვლას უკავშირდება. 

დავით ქევხიშვილი - Sputnik საქართველო
ვინ დარჩება ტატამზე: ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს კაბინეტის კარი აუჭედეს

საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ეროვნული გუნდის სახელით განცხადება გააკეთა და ქართულ ძიუდოში შექმნილი რთული ვითარების გამო ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. სპორტსმენების განცხადებით, ისინი ვარჯიშსა და შეჯიბრებებში მონაწილეობას იმ დრომდე არ გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ქევხიშვილმა ძიუდოისტების მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

„საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები ვტოვებთ შეკრებას და ვუერთდებით ჩვენ ძმებს! ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს!!!!!!", — წერენ ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები სოციალურ ქსელში.

ძიუდოს ფედერაციაში არსებულ პრობლემებისა და ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის მიმართ ძიუდოისტების მხრიდან წამოყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად სპეციალური კომისია შექმნა.

ძიუდოისტები უნდობლობას უცხადებენ აღნიშნულ კომისიას და აცხადებენ, რომ არ განაახლებენ ვარჯიშს, სანამ დავით ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს.

„ვინ გადაწონის – ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი თუ ფედერაციის პრეზიდენტი">>

დავით ქევხიშვილს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი 2012 წლის 10 დეკემბრიდან უკავია. ის გასულ წელს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სიაში ქევხიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების" პარტიული სიის პირველი ნომერი იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0