18:10 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
აბები

ტრაგედია კლუბში: გახდა თუ არა მეფედრონი ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი

CC0 / Pixabay / stevepb
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ნარკოდანაშაული საქართველოში-2018 (119)
59901

მეფედრონს, ანუ აბაზანის მარილს ნარკორეალიზატორები სხვა ცნობილი კლუბური ნარკოტიკის სახელით ყიდიან.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში 22 წლის ახალგზარდა გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა პარასკევ საღამოს მოხდა. ახალგაზრდა კლუბიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ის მიმღებ განყოფილებაში გარდაიცვალა. ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილმა ახალი თაობის ნარკოტიკი — აბაზანის მარილი, იგივე მეფედრონი, მიიღო, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა.

საქართველოში 400 კილოგრამი ნარკოტიკი გაანადგურეს >>

გავრცელებული ინფორმაციით, იმავე პრეპარატის მოხმარების გამო, გასულ კვირას ღამის კლუბიდან გადაუდებელი მედიცინის ცენტრში ორი ადამიანი მოხვდა. ახალგაზრდები სამი დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ.

ახალი თაობის ნარკოტიკი — მეფედრონი, ძლიერი ფსიქოსტიმულატორია. ის იწვევს ჰალუცინაციებს, ფსიქიკის დარღვევას, მძიმე ფსიქოზს და სიკვდილს. მეფედრონს, ანუ აბაზანის მარილს ნარკორეალიზატორები სხვა ცნობილი კლუბური ნარკოტიკის სახელით ყიდიან.

ქვეყნის ბაზარზე ახალი ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანას „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრი, დავით სუბელიანი რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას უკავშირებს.

ნარკოლოგების ინფორმაციით, მეფედრონი დამოკიდებულებას იწვევს და კლინიკებში მიმართვიანობაც ყოველდღიურად იზრდება. პაციენტების უმეტესობა არასრულწლოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის არ აქვთ პასუხი, თუ როგორ შემოვიდა საქართველოში ახალი ნარკოტიკული პრეპარატები. უწყებაში ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების, მათი ანალოგების ან პრეკურსორების კანონსაწინააღმდეგო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადატანა ან გადაგზავნა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

იგივე ქმედება, თუ საუბარია ახალ ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე, 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ხოლო ნარკოტიკული საშუალებების, მათი ანალოგების, პრეკურსორების ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების კანონსაწინააღმდეგო გასაღება 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამასთან, ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, დამამძიმებელ გარემოებების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში-2018 (119)

მთავარი თემები