საკეისრო კვეთა: რატომ აჯარიმებენ სამშობიაროებს

გამოწერა
სამშობიაროებს სამედიცინო ჩვენების გარეშე საკეისრო კვეთების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ჩატარება შეუძლიათ

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველოს 15-მდე სამშობიარო დაჯარიმდა ჩატარებული საკეისრო კვეთების დასაშვები რაოდენობის გადაჭარბებისთვის, განაცხადა საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, მაია ხომერიკმა.

სამშობიაროებს სამედიცინო ჩვენების გარეშე საკეისრო კვეთების გარკვეული რაოდენობის ჩატარება შეუძლიათ — ეს არის საკეისრო კვეთების საერთო რიცხვის 40% წელიწადში. ამ მაჩვენებლის გადაჭარბების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება ჯარიმდება.

ორსული ქალი - Sputnik საქართველო
საინტერესო ფაქტები ორსულობისა და ჩვილების შესახებ

ჯარიმა შემდეგნაირად იანგარიშება: საკეისრო კვეთების რაოდენობის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობა (300 ლარი) მრავლდება იმ საკეისრო კვეთების რაოდენობაზე, რომლებიც სამედიცინო ჩვენების საფუძველზე ჩატარდა.

მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 500 ლარით აფინანსებს, საკეისროს კი 800 ლარით. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საკეისრო კვეთა კეთდება არა სამედიცინო ჩვენებით, არამედ მშობიარის მოთხოვნით, სახელმწიფო იხდის არა 800 ლარს, არამედ 500 ლარს.

ხომერიკის თქმით, ჯარიმების დაწესების მიზანია საკეისრო კვეთების რიცხვის შემცირებაა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 2016 წელს საკეისრო კვეთებმა მშობიარობების საერთო რაოდენობის 43% შეადგინა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) სტანდარტს თითქმის სამჯერ აღემატება.

ქეთევან ჯინჯოლავა - Sputnik საქართველო
ჯინჯოლავა: მქონდა შემთხვევა, რომ 12 წლის მოზარდს 21 კვირის ორსულობა დაუფიქსირდა

ჯანმო-ს მონაცემებით, საკეისრო კვეთა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ქირურგიულ ჩარევას წარმოადგენს, მისი ჩატარების სიხშირე იმატებს, განსაკუთრებით მაღალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში. საკეისრო კვეთამ შეიძლება აუცილებელი იყოს, თუმცა ის ხშირად სამედიცინო ჩვენების გარეშეც კეთდება, რაც ხანმოკლე ან გრძელვადიან პერსპექტივაში ქალსა და მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება შეუქმნას.

საქართველოში ორსულების უფლებები გაუმჯობესდება >>

საკეისრო კვეთის ჩატარება იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს აუცილებელი, როდესაც ფიზიოლოგიური მშობიარობა დედისა ან ნაყოფისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 


ყველა ახალი ამბავი
0