საინტერესო ფაქტები ორსულობისა და ჩვილების შესახებ

გამოწერა
იცოდით, რომ შესაძლებელია, ორსულობა 60 წელი გაგრძელდეს? ან რას იყენებდნენ ქალები ძველ ეგვიპტეში ჩასახვის საწინააღმდეგოდ?

უნიკალური, გასაოცარი შემთხვევები ორსულობის, დედებისა და ჩვილების შესახებ.

• ბავშვი შესაძლოა ამნიოტიკური ტომრით — ნაყოფის გამჭვირვალე გარსით დაიბადოს. ასეთი შემთხვევა 80 ათასიდან ერთია. ეს ბავშვს არ ვნებს და სწორედ ამას უწოდებენ, "პერანგით დაიბადაო".

CC BY-SA 2.0 / Salim Fadhley / What a bruiser!ახალშობილი ბავშვი
ახალშობილი ბავშვი  - Sputnik საქართველო
ახალშობილი ბავშვი

• დაორსულება სქესობრივი აქტის გარეშეც შეიძლება. საუბარია იმ შემთხვევებზე, როდესაც მამაკაცის სპერმა ხვდება გოგონას თეთრეულზე და შეიძლება ქსოვილის გავლით ორგანიზმში შეიჭრას. ეს ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ — შესაძლებელი.

• შეიძლება ორსულად იყო მთელი 60 წელი! ასე ვთქვათ, თითქმის ორსული. 91 წლის ესტელა მელენდესი დავარდა და ექიმებმა რენტგენის გადაღება გადაწყვიტეს. მათდა გასაოცრად საშვილოსნოში გაქვავებული ნაყოფი აღმოაჩინეს, რომელიც უკვე სამოცი წლის იყო. მედიკოსები დიდხანს იკვლევდნენ მიზეზებს, რატომ არ ჰქონდა ქალს აბორტი, რატომ ვერ იგრძნო ეს, და როგორ შეიძლებოდა, რომ მკვდარ ნაყოფს ამდენი წლის განმავლობაში მისი ჯანმრთელობისთვის არ შეეშალა ხელი. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Rick Kimpel / Baby's first sonogramჩანასახი ექოსკოპიის აპარატზე
ჩანასახი ექოსკოპიის აპარატზე - Sputnik საქართველო
ჩანასახი ექოსკოპიის აპარატზე

• ძველ ეგვიპტეში ქალები კონტრაცეფციის სახით ნიანგის ნეხვს ხმარობდნენ. ისინი პირდაპირი მნიშვნელობით ათავსებდნენ მას საშვილოსნოსთან, რათა გადაეკეტათ გზა მამაკაცის სპერმისთვის. უცნობია, რატომ იყენებდნენ ამისთვის სწორედ ნიანგის ნეხვს, მაგრამ — ეს ასე ხდებოდა.

CC BY 2.0 / Isabelle Jones / P1010451ნიანგი
ნიანგი - Sputnik საქართველო
ნიანგი

• ქალს შეუძლია ბავშვის დაბადება მაშინაც კი, თუ მისი ტვინი უკვე მკვდარია. კარლა პერეზი 22 კვირის ორსული იყო, როდესაც ტვინში სისხლი ჩაექცა, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვა. ექიმებმა კი ბავშვის გადარჩენა შეძლეს, თან ის 54 დღის შემდეგ, ორსულობის 30 კვირის შემდეგ დაიბადა.

ახალშობილი დექსტერ ტაილერი - Sputnik საქართველო
სენსაცია: აშშ-ში ბიჭუნა ხელში ჩასახვის საწინააღმდეგო სპირალით დაიბადა

• ხანდახან დედებს შვილების შეჭმა პირდაპირი მნიშვნელობით უნდათ. ამას მეცნიერული ახსნა აქვს: ბავშვის სუნი ააქტიურებს ტვინის იმ ნაწილს, რომელიც დაჯილდოებაზეა პასუხისმგებელი — ლაპარაკია იმავე ზონაზე, რომელიც მუშაობს, როდესაც ვჭამთ, ვიღებთ ხელფასს და ა.შ. მაგრამ ბავშვების სუნზე განსაკუთრებით მგრძნობიარე ახალგაზრდა დედები არიან.

• ქალი შეიძლება დაორსულდეს საშვილოსნოსშიდა სპირალითაც. ამის ალბათობა 0,2%-ია, ასე რომ, 100%-ით არაფერი იცავს.

• 6-კილოგრამიანი ბავშვის შობა ეპიდურალური ანესთეზიის გარეშე — ეს რეალურია. სწორედ ასე მოხდა ავსტრალიაში — ნატაშა კორიგანმა დამოუკიდებლად, წარმატებით შობა 6-კილოგრამიანი ბიჭუნა.

• უკვე არიან ბავშვები სამი ბიოლოგიური მშობლით. მიტოქონდრიული დაავადების მქონე ქალებს დაავადების ბავშვებისთვის გადაცემის მაღალი რისკი აქვთ, მაგრამ მეცნიერებმა დაავადებული კვერცხუჯრედიდან ბირთვისა და დნმ-ის ამოღებისა და მისი დონორის ჯანმრთელ კვერცხუჯრედში გადანერგვის ხერხს მიაგნეს. ამგვარად ბავშვს, ფაქტობრივად, ჰყავს ორი დედა და ერთი მამა.

• პირველად ნამშობიარები ქალის რძე შესაძლოა ნარინჯისფერი ან ვარდისფერი იყოს. ეს ყველაფერი მკერდში სისხლის ძალზე აქტიური მიწოდების გამო ხდება. ბავშვისთვის ეს სრულებით უვნებელია, რძეც კვირის განმავლობაში ჩვეულებრივ ფერს იღებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0