ჯინჯოლავა: მქონდა შემთხვევა, რომ 12 წლის მოზარდს 21 კვირის ორსულობა დაუფიქსირდა

გამოწერა
გინეკოლოგი ქეთი ჯინჯოლავა საუბრობს რამდენად ხშირია არასასურველი ორსულობა მოზარდებში.

ჯინჯოლავა: მქონდა შემთხვევა, რომ 12 წლის მოზარდს 21 კვირის ორსულობა დაუფიქსირდა
„ეს პრობლემა ნამდვილად დგას დღის წესრიგში. ჩემს პირად პრაქტიკაში მქონდა შემთხვევა, რომ 12 წლის ბავშვთან დაფიქსირდა 21 კვირის ორსულობა. ეს შემთხვევა ტრაგიკული იყო როგორც ბავშვისთვის, ისე მისი მშობლებისთვის“,- ამბობს ჯინჯოლავა.

ჯინჯოლავას განცხადებით, როცა მოზარდი სექსთან დაკავშირებით მშობლებთან სვამს კითხვას, მშობლები ხშირად მის კითხვას უპასუხოდ ტოვებენ. ამ დროს ბავშვი თავად ცდილობს ამ კითხვაზე პასუხების პოვნას და ხშირად არასწორ დასკვნამდე მიდის. ექიმის განცხადებით ამ კუთხით მოზარდების ინფორმირებულობა აუცილებელია.

 

ყველა ახალი ამბავი
0