გრიპის ვირუსი საქართველოს უახლოვდება

© Sputnik / Alexander Imedashviliერთ-ერთი აფთიაქი თბილისში
ერთ-ერთი აფთიაქი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ გამოვლენილი არ არის, თუმცა ევროპის რეგიონში გრიპის შემთხვევები გახშირდა.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. გრიპის ვირუსი საქართველოს უახლოვდება, თუმცა წლევანდელი წელი, გასულთან შედარებით, უფრო მშვიდია, განაცხადა ტელეკომპანია PalitraTV-ს ეთერში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
აცრების დრო დადგა – საქართველოში გრიპის ვაქცინა შემოიტანეს

საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ გამოვლენილი არ არის, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში მისი შემთხვევები გახშირდა, უახლოეს მომავალში მას ჩვენ ქვეყანაშიც ველოდებით.

„წელს გრიპის სეზონი როგორც ევროპაში, ისე ჩვენთან შედარებით მშვიდად მიმდინარეობს. ჯერჯერობით საქართველოში ვირუსის ცირკულაცია არ შეინიშნება", — განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, გრიპის ვირუსის გავრცელების პიკია იანვრისა და თებერვლის პერიოდი. დეკემბერში ის უკვე გამოჩნდა ევროპის რიგ ქვეყნებში და ეს ვირუსის ის ტიპია, რომელიც გრიპს იწვევს.

„დღეს, ძირითადად, ქვეყანაში ცირკულირებს გრიპის მსგავსი ვირუსები — რინოვირუსი, ასევე ე.წ. რესპირატორულ–სინციტიალური ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებში იწვევს გრიპის მსგავს სიმპტომებს და, ადენოვირუსთან და რინოვირუსთან შედარებით, ცოტა უფრო რთულად მიმდინარეობს, მაგრამ არა ისე რთულად, როგორც ნამდვილი გრიპი", — აღნიშნა გამყრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს პანდემიის გაჩენის საშიშროება, როგორც ეს 2008-2010 წლებში იყო.

ბავშვები როლიკებზე - Sputnik საქართველო
ექიმი: დედების შიშები ბავშვთა ვაქცინაციასთან დაკავშირებით მცდარია

„ჩვენ ქვეყანაში თანდათანობით ინერგება გრიპის საწინააღმდეგო კულტურა. იზრდება მათი რიცხვი, ვინც აცრას იტარებს. აცრა ნებაყოფლობითია, სახელმწიფო უკვე მეოთხე წელია შეძენილი ვაქცინაციის რაოდენობას ზრდის", — განაცხადა გამყრელიძემ.

წელს სახელმწიფოს დახმარებით უფასო აცრა ჩაიტარა რისკის ჯგუფში შემავალმა 32 ათასმა ადამიანმა. 2018 წელს დაგეგმილია ვაქცინის 40 ათასი დოზის შეძენა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებითი რაოდენობის ვაქცინის ჰუმანიტარული გზით მიღების თაობაზეც.

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ გრიპის მოსალოდნელი ვირუსი მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურით, ხველებით, ყელის ტკივილით. ამ სიმპტომების გაჩენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ კვალიფიციურ ექიმს. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, ორსულებს და ბავშვებს.

სპეციალისტები გვირჩევენ, ხშირად დავიბანოთ ხელები, თავი შევიკავოთ გრიპით დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტისგან და მივყვეთ ექიმის რეკომენდაციებს.

ყველა ახალი ამბავი
0