თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ბავშვთა ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ №206-ე საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელი და მისი დამხმარე, სადაც ორშაბათს მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა, აცხადებს უწყების ხელმძღვანელი თემურ თორდინავა.
თორდინავა, როგორც საბავშვო ბაღის პერსონალი, შსს-ს თანამშრომლებმა უკვე დაკითხეს. ბავშვი ქალა-ტვინის ტრავმითა და გულმკერდის ტრავმით კლინიკაში იმყოფება.
„მათ წარვუდგინე ინფორმაცია, რომელიც მონიტორინგის შედეგად მქონდა. ამ ინციდენტთან დაკავშირებით, ჩვენ დაკავებული თანამდებობიდან გავათავისუფლეთ აღმზრდელი და მისი დამხმარე", — განაცხადა თორდინავამ Rustavi2-ის ეთერში.
როგორც თორდინავამ აღნიშნა, უახლოეს პერიოდში თბილისის საბავშვო ბაღებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება.
ინციდენტი ორშაბათს ზემო ფონიჭალაში მდებარე №206 საბავშვო ბაღში მოხდა. დირექტორის სიტყვებით, ბავშვმა ბაღში სიარული გასულ კვირაში დაიწყო და საკმაოდ უცნაურად იქცეოდა. შესაძლოა, ის სპეციალური საჭიროებების მქონეა.
ბავშვის მშობლები მასმედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მათი შვილი სპეციალური საჭიროებების მქონე არ არის.