თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა 429 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში ოფიციალურად გადასცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მინისტრმა დევნილ ოჯახებს სიმბოლური გასაღებები საზეიმო ვითარებაში გადასცა.
გასაღებების გადაცემის საზეიმო ცერემონია და სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა.
დევნილებისთვის 156 ერთოთახიანი, 198 ოროთახიანი, 71 სამოთახიანი და 4 ოთხოთახიანი ბინა 3 სექტემბერს, კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.
გათვალისწინებული იქნა შშმ-პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.