ქუთაისში სოციალურ საცხოვრებელში 80 ოჯახი შესახლდება

© press-service of Kutaisi city hallსოციალური საცხოვრისი უსახლკაროებისთვის ქუთაისში
სოციალური საცხოვრისი უსახლკაროებისთვის ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალურმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საცხოვრებლით 80 ოჯახი დააკმაყოფილოს, მომავალში მათი რიცხვი გაიზრდება.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში სექტემბრის ბოლოს უსახლკაროებისთვის ახალი სოციალური სახლი გაიხსნება და 250-მდე უსახლკაროსთვის თავშესაფრად იქცევა, ნათქვამია ქუთაისის მერიის პრესსამსახურის განცხადებაში.

ბენეფიციარები საცხოვრისში 5 წლიანი სარგებლობის უფლებით სექტემბრის ბოლომდე შესახლდებიან. 4-სართულიანი შენობის ასაშენებლად 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ქუთაისის მერის მოადგილის, კონსტანტინე ქავთარაძის თქმით, სპეციალურმა კომისიამ ბენეფიციარები სხვადასხვა კრიტერიუმით შეარჩია: სარეიტინგო ქულები, ოჯახში შშმ-პირთა ან არასრულწლოვანი შვილების ყოფნა. მიღებულია გადაწყვეტილება, საცხოვრისით დაგეგმილი 48-ის ნაცვლად, 80 ოჯახი დაკმაყოფილდეს.

უმუშევართა კავშირის წარმომადგენლები მადლენა ხუროშვილი და თამარ იოვაშვილი - Sputnik საქართველო
როგორ დავეხმაროთ უსახლკარო ადამიანებს

„კომისიამ დაასრულა მუშაობა. მოხდა პირველ ეტაპზე დაახლოებით 250 განცხადების რეგისტრაცია. სამუშაო იყო ძალიან შრომატევადი. შეფასების შედეგად შემუშავდა საბოლოო თემა. კომისიამ გადაწყვიტა რომ საცხოვრისში უპირობოდ შესახლდება 30 ადამიანი, რომლებიც მუდმივი საცხოვრებლის არმქონე პირები არიან“, — განაცხადა ქავთარაძემ და აღნიშნა, რომ ფართების დამატებით შეძენაზე ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება მშენებელ კომპანიასთან, რათა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს ყველა განმცხადებელი.

ქუთაისის მერიაში სოცილაური საცხოვრისის მშენებლობას უპრეცედენტო პროექტს უწოდებენ.

თბილისში უსახლკაროთათვის 240-კაციანი თავშესაფარი 2015 წელს გაიხსნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0