ქუთაისში 429 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცათ

© photo: Sputnikქუთაისის შესასვლელი
ქუთაისის შესასვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრმა დევნილ ოჯახებს სიმბოლური გასაღებები საზეიმო ვითარებაში გადასცა.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა 429 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში ოფიციალურად გადასცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოციალური საცხოვრისი უსახლკაროებისთვის ქუთაისში - Sputnik საქართველო
ქუთაისში სოციალურ საცხოვრებელში 80 ოჯახი შესახლდება

მინისტრმა დევნილ ოჯახებს სიმბოლური გასაღებები საზეიმო ვითარებაში გადასცა.

გასაღებების გადაცემის საზეიმო ცერემონია და სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა.

დევნილებისთვის 156 ერთოთახიანი, 198 ოროთახიანი, 71 სამოთახიანი და 4 ოთხოთახიანი ბინა 3 სექტემბერს, კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.

გათვალისწინებული იქნა შშმ-პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.

ყველა ახალი ამბავი
0