09:25 18 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8521
  • 100 RUB3.9193
  • USD2.4602
ბორჯომის პარკი

ბორჯომში დღეს ქალაქის დღესასწაულს ზეიმობენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
28 0 0

კურორტი ბორჯომი სადღესასწაულო ღონისძიებებზე სტუმრებს ელის.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik.  ბორჯომში დღეს  „ბორჯომობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიებებია დაგეგმილი, ნათქვამია რაიონული ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე.

შაბათს ბორჯომელებსა და ქალაქის სტუმრები ღია ცის ქვეშ სხვადასხვა ღონისძიებებს — სპორტული შეჯიბრებებს, წარმოდგენებს, გამოფენა-გაყიდვასა და  ქართული სამზარეულოს დეგუსტაციას დაესწრებიან.

ძირითად ღონისძიებები ბორჯომის პარკში გაიმართება. ღონისძიების სტუმრებს  ბავშვთა კუთხე, „კვების ქალაქი“, ბარმენების შოუ და ქართული ლუდის ფესტივალი ელოდებათ.  

ფესტივალის სიურპრიზი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სელფის — 100 წლის წინ ნიკოლოზ II-ის ქალიშვილის ანასტასია რომანოვას  მიერ ბორჯომში რომანოვების სასახლეში გადაღებული ფოტოს „გაცოცხლება“ იქნება.  13 წლის მეფის ასულმა 1913 წელს სარკის წინ სურათი გადაიღო, რათა იგი მეგობრისთვის გაეგზავნა.

სადღესასწაულო ღონისძიებას ქართველი ვარსკვლავების გალა-კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეს ბორჯომელებსა და ქალაქის სტუმრებს უფასო ავტობუსები მოემსახურებათ.  უფასო რეისები განხორციელდება ემდეგი მიმართულებით: არდაგანი, ყვიბისი, ლიკანი, ახალი უბანი, კორტანეთი, ცემი და ტიმოთესუბანი.

ბორჯომი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად პოპულარული კურორტია.

 

მთავარი თემები