თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ბორჯომში დღეს „ბორჯომობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიებებია დაგეგმილი, ნათქვამია რაიონული ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე.
შაბათს ბორჯომელებსა და ქალაქის სტუმრები ღია ცის ქვეშ სხვადასხვა ღონისძიებებს — სპორტული შეჯიბრებებს, წარმოდგენებს, გამოფენა-გაყიდვასა და ქართული სამზარეულოს დეგუსტაციას დაესწრებიან.
ძირითად ღონისძიებები ბორჯომის პარკში გაიმართება. ღონისძიების სტუმრებს ბავშვთა კუთხე, „კვების ქალაქი“, ბარმენების შოუ და ქართული ლუდის ფესტივალი ელოდებათ.
ფესტივალის სიურპრიზი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სელფის — 100 წლის წინ ნიკოლოზ II-ის ქალიშვილის ანასტასია რომანოვას მიერ ბორჯომში რომანოვების სასახლეში გადაღებული ფოტოს „გაცოცხლება“ იქნება. 13 წლის მეფის ასულმა 1913 წელს სარკის წინ სურათი გადაიღო, რათა იგი მეგობრისთვის გაეგზავნა.
სადღესასწაულო ღონისძიებას ქართველი ვარსკვლავების გალა-კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეს ბორჯომელებსა და ქალაქის სტუმრებს უფასო ავტობუსები მოემსახურებათ. უფასო რეისები განხორციელდება ემდეგი მიმართულებით: არდაგანი, ყვიბისი, ლიკანი, ახალი უბანი, კორტანეთი, ცემი და ტიმოთესუბანი.
ბორჯომი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად პოპულარული კურორტია.