ანჯელინა ჯოლიმ დიზაინერ ჯაბა დიასამიძის შლაპა მოირგო

© video: Ruptlyანჯელინა ჯოლი ჯაბა დიასამიძის შლაპით
ანჯელინა ჯოლი ჯაბა დიასამიძის შლაპით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანჯელინა ჯოლის ჟურნალ Vanity Fair-ის გარეკანზე მოთავსებულ ფოტოზე დიზაინერ ჯაბა დიასამიძის შლაპა ახურავს

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ პოპულარული ამერიკული ჟურნალის, Vanity Fair-ის ფოტოსესიაში მონაწილეობა ქართველი დიზაინერის, ჯაბა დიასამიძის შლაპით მიიღო.

მომღერალი კეტი პერი - Sputnik საქართველო
კეტი პერი ქართველი დიზაინერი დების თაყვანისმცემელი გახდა

ცნობილმა ფოტოგრაფებმა მერტმა და მარკუსმა სხვადასხვა სამოსში გამოწყობილი და სხვადასხვა აქსესუარებით დამშვენებული ვარსკვლავი გადაიღეს, თუმცა ჟურნალის გარეკანზე ის ფოტო მოხვდა, რომელზეც ანჯელინა ჯოლის დიასამიძის შლაპა და Tiffany & Co.-ს ელვარე კოლიე ამშვენებს.

ჯაბა დიასამიძე თბილისში დაიბადა. უკვე წლებია, პარიზში მუშაობს. დამთავრებული აქვს პარიზის მოდის სკოლა Ecole de la Chambre Syndicale de la Couture Parisienne.

ყველა ახალი ამბავი
0