19:23 21 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2956
  • 100 RUB4.6553
  • USD2.9776
ჩოგბურთის კორტები

თბილისში ჩოგბურთის ტურნირი გაიმართება ქართველი და რუსი ბიზნესმენების მონაწილეობით

© Flickr/ meridican
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
12602

პარასკევს თბილისში საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი Georgia Open 2017 გაიმართება

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი Georgia Open 2017 გაიმართება თბილისში 14-15 აპრილს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესმენები რუსეთიდან და საქართველოდან, ამის შესახებ გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის მხარდამჭერი ფონდი იტყობინება.

„მზიურის“ კორტებზე დაგეგმილ ტურნირს მხარს უჭერენ გორჩაკოვის ფონდი, ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია და სხვა ორგანიზაციები.

„როგორც ჩოგბურთის კორტებზე, ისე მის გარეთ ურთიერთობები ხელს შეუწყობს საქმიანი კონტაქტების გამყარებას ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის“, — ნათქვამია ფონდის ინფორმაციაში.

მატჩები ტარდება მამაკაცებისა და შერეული წყვილების თანრიგში Pro-Am ფორმატით, როცა ერთ კორტზე მოყვარულებთან ერთად გამოვლენ წარსულში ცნობილი პროფესიონალი მოთამაშეები — ქართული და რუსული ჩოგბურთის ვარსკვლავები.

შეჯიბრის საზეიმო გახსნა 14 აპრილს 10:30 საათზე შედგება. ამავე დღეს გაიმართება წინასწარი ჯგუფური ეტაპის თამაშები.

ფინალური მატჩები 15 აპრილს ჩატარდება.

მთავარი თემები