საქართველოში აივ-ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშიაივ-ინფექცია
აივ-ინფექცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში აივ-ინფიცირებულია 4,6 ათასზე მეტი მამაკაცი და 1,6 ათასზე მეტი ქალი.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოში 2017 წლის დასაწყისიდან აივ-ინფიცირების 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 6 255 აივ-ინფიცირებული, აქედან, 4 653 მამაკაცია, ხოლო 1 602 — ქალი.

2016 წელს საქართველოში აივ-ინფიცირების 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აივ-ინფექციაზე ანალიზი - Sputnik საქართველო
საქართველოში 6 ათასზე მეტი აივ-ინფიცირებულია დარეგისტრირებული

შიდსით დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. ყველაზე მეტი შემთხვევა (2 146) გამოვლინდა თბილისში, შემდეგ მოდიან სამეგრელო, იმერეთი, აჭარა და ა.შ. პაციენტების ასაკი, ძირითადად, 29–დან 40 წლამდეა.

აივ-ინფექციის პირველი გამოვლენიდან საქართველოში შიდსი განუვითარდა 3 507 ადამიანს, აქედან გარდაიცვალა 1 263.

აივ-ინფიცირების ძირითადი მიზეზი კვლავ ნარკოტიკების ინექციის გზით მიღება და სქესობრივი კონტაქტებია.

2018 წლიდან საქართველოში აივ-ინფიცირებულთა მკურნალობას მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს. ჯერჯერობით ამას შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი აკეთებს.

აივ — ესაა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის აბრევიატურა. ვირუსი ანადგურებს იმუნურ სისტემას. აივ-ვირუსი ცხოვრობს და მრავლდება მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში. ვირუსი თანდათან ანადგურებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციებისადმი. გარკვეულ მომენტში ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი იმდენად მცირდება, რომ ადამიანი შეიძლება დაავადდეს ისეთი ინფექციური დაავადებებით, რომლებითაც ადამიანები საერთოდ არ ან ძალიან იშვიათად ავადდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0