საქართველოში 6 ათასზე მეტი აივ-ინფიცირებულია დარეგისტრირებული

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშიაივ-ინფექციაზე ანალიზი
აივ-ინფექციაზე ანალიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფიცირებულთა ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია რეგისტრირებული - 2072 ადამიანი.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. 2016 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 6 065 აივ-ინფიცირებულია დარეგისტრირებული, აქედან 4 508 მამაკაცია, ხოლო 1 557 – ქალი, იუწყება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო–პრაქტიკული ცენტრი.

პაციენტების უმეტესობის ასაკი 29 წლიდან 40 წლამდე მერყეობს. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე შიდსი 3 399 ადამიანს განუვითარდა, გარდაიცვალა 1201 ადამიანი. შიდსით დაავადების პირველი და იმ წელს ერთადერთი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. მიმდინარე წელს კი წლის დასაწყისიდან 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

წითელმა ბურთებმა შიდსით დაავადებულთა მხარდამჭერი წერილები ჰაერში აიტაცა - Sputnik საქართველო
წითელმა ბურთებმა შიდსით დაავადებულთა მხარდამჭერი წერილები ჰაერში აიტაცა

ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მეტი აივ-ინფიცირებული თბილისშია რეგისტრირებული — 2072, შემდეგ მოდის აჭარა — 697, სამეგრელო — 811, იმერეთი — 781, ფოთი — 95, კახეთი — 293, აფხაზეთი — 401, ქვემო ქართლი — 315, შიდა ქართლი — 213, მცხეთა-მთიანეთი — 68, რაჭა-ლეჩხუმი — 10, სამცხე-ჯავახეთი — 71, გურია — 126, სვანეთი — 24, უცხოელები — (რომლებიც საქართველოში სხვადასხვა მიზეზით: სამუშაო, სწავლა და ა.შ. იმყოფებიან) – 86 და 2 ჯერ კიდევ დაუდასტურებელი შემთხვევა (აღნიშნულმა პირებმა აივ-ინფექციაზე ანალიზი ანონიმურად გაიკეთეს და სამედიცინო მომსახურებაზე უარი განაცხადეს — რედ.).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 1 დეკემბერს შეძენილ იმუნოდეფიციტთან – აივ-ინფექცია/შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება (World AIDS Day).

ყველა ახალი ამბავი
0