00:49 27 მარტი 2017
პირდაპირი ეთერი
ლევან ჟორჟოლიანი

საქართველოს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა 2016 წლის ანგარიში წარმოადგინა

© FB / Министерство здравоохранения Грузии
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
12 0 0

157 ობიექტის გეგმური შემოწმების შემდეგ იქ დასაქმებული ადამიანების სამუშაო პირობები გაუმჯობესდა.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2016 წელს 176 ობიექტზე გეგმური და არაგეგმური შემოწმებები განახორციელეს, რის შემდეგაც 157 ობიექტზე დამსაქმებლებმა სამუშაო პირობები გააუმჯობესეს.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ჟორჟოლიანმა 2016 წელს გაწეული სამუშაოს ანგარიში და 2017 წლის გეგმა წარმოადგინა.

მთელი საქართველოს მასშტაბით შრომის ინსპექტორებმა სამუშაო ადგილზე შვიდი უბედური შემთხვევა გამოავლინეს. გარდა ამისა, თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არარსებობის – 155, ელექტროსისტემის გაუმართაობის — 80, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არარსებობის — 63, კოლექტიური დაცვის სისტემის გაუმართაობის — 14, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის არარსებობის — 17, მიკროკლიმატის დაუცველობის — 70, მომეტებული საწარმოო ხმაურის — 18, მომეტებული მტვრიანობის — 11 და სხვა ტიპის შემთხვევები.

ჟორჟოლიანის განცხადებით, ერთი ობიექტის შემოწმებისას შესაძლო შრომითი ექსპლუატაციის ნიშნები გამოიკვეთა, მონაცემები საქმის შემდგომი შესწავლისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ განმეორებითი შემოწმების დროს 157 ობიექტზე ვითარება გაუმჯობესდა. კერძოდ, მნიშვნელოვნად გამოსწორდა კომპანიებში ხანძარსაწინააღმდეგო და ელექტროსისტემები, გაუმჯობესდა კოლექტიური დაცვის საშუალებები, დასაქმებულებს მიეწოდათ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

2016 წელს კომპანიებისა და საწარმოების შემოწმების პროცესის სრულყოფისთვის შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ტემპერატურის, ტენიანობის, მტვრისა და ხმაურის გასაზომი სპეციალური მოწყობილობები შეიძინა. 2017 წელს შრომის ინსპექტორების გადამზადება მოხდება და ისინი კვალიფიკაციას აიმაღლებენ.

მთავარი თემები