03:50 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
56941

შაკიკი პლანეტის ყოველ მეექვსე მცხოვრებს აწუხებს. როგორც წესი, შაკიკის დროს ტკივილი თავის ტვინის ერთ ნახევარსფეროშია ლოკალიზებული. შაკიკი უმეტესად აწუხებთ ემოციურ ადამიანებს და იმათ, ვინც სტრესს მედგარ წინააღმდეგობას ვერ უწევს.

თავის ტკივილი მრავალი დაავადების თანამგზავრია. არის ერთი სახეობის თავის ტკივილი — აუტანელი და ქანცგამწყვეტი. ეს შაკიკია. ის პლანეტის ყოველ მეექვსე მცხოვრებს აწუხებს. როგორც წესი, შაკიკის დროს ტკივილი თავის ტვინის ერთ ნახევარსფეროშია ლოკალიზებული. შაკიკი უმეტესად აწუხებთ ემოციურ ადამიანებს და იმათ, ვინც სტრესს მედგარ წინააღმდეგობას ვერ უწევს.

თავის ტკივილის მიზეზები

შაკიკისადმი მიდრეკილება განპირობებულია მემკვიდრეობით, სქესით (ქალებს უფრო ხშირად აქვთ), ცხოვრების არასწორი წესით, ფსიქოემოციური ფონით. ასევე მნიშვნელობა აქვს ასაკს: ექიმების დაკვირვებით, შაკიკი უფრო ახალგაზრდებს ახასიათებთ, ის მოზარდობის ასაკიდან იწყება და სიბერისას ქრება.

შაკიკისადმი მიდრეკილება განპირობებულია მემკვიდრეობით, სქესით, ცხოვრების არასწორი წესით, ფსიქოემოციური ფონით
შაკიკისადმი მიდრეკილება განპირობებულია მემკვიდრეობით, სქესით, ცხოვრების არასწორი წესით, ფსიქოემოციური ფონით

შაკიკის შეტევების დაწყებაში კვებას უზარმაზარი როლი ენიჭება. დამტკიცებულია, რომ ორგანიზმში რიგი ელემენტების დეფიციტს ძლიერი თავის ტკივილის პროვოცირება ოთხჯერ უფრო ხშირად შეუძლია. გთავაზობთ ნივთიერებათა ოთხ ჯგუფს, რომელთა ნაკლებობაც შაკიკის გამწვავებას უწყობს ხელს. ამ ნივთიერებების დეფიციტი თავის ტკივილს იწვევს.

ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი В12

თუ ორგანიზმს ეს ნივთიერებები არ ჰყოფნის, ადამიანები ხშირად ზედმეტად გაღიზიანებული და გონებაგაფანტული არიან, ასევე დაუცველი არიან სტრესის მიმართ. ხშირად თავის ტკივილის გაყუჩებას ვცდილობთ პრეპარატებით, რომელთა შემადგენლობაშიც ასპირინია. ეს ნივთიერება კი ორგანიზმში ფოლიუმის მჟავისა და В12 ვიტამინის შემცველობას ამცირებს.

ფოლიუმის მჟავის შემცველობის თვალსაზრისით, ბადალი არ ჰყავს ისპანახს, ასევე ამ ნივთიერებით მდიდარია ბროკოლი, სატაცური, ავოკადო, ჭარხალი, სტაფილო, გოგრა. В12 ვიტამინი კი დიდი რაოდენობითაა ქათმის კვერცხში.

სპილენძი და რკინა

სპილენძისა და რკინის დეფიციტი უმეტესად ქალებს ახასიათებთ. ამ ნივთიერებათა არასაკმარის რაოდენობას ორგანიზმში პირდაპირ ანემიამდე მივყავართ. სპილენძით მდიდარია ლობიო, კაკალი, თხის ყველი, ავოკადო… ხოლო რკინის მარაგს შეავსებს მწვანილი, სალათის ფოთოლი, მზესუმზირა, ქუნჯუთი, ღვიძლი და ზღვის კომბოსტო.

ვიტამინი В6

В6 ვიტამინის დეფიციტი სისხლძარღვების დაავადების აღმოცენების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ის დიდი რაოდენობითაა ლობიოში, ღვიძლში, ახალ ბოსტნეულში, ასევე მარცვლეულში. მიიღეთ ეს პროდუქტები, თუ გინდათ შეინარჩუნოთ ტვინის, ნერვების, გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობა.

ვიტამინების შესავსებად მიიღეთ ბოსტნეული
ვიტამინების შესავსებად მიიღეთ ბოსტნეული

ვიტამინი D

D ვიტამინი ჩვენ ორგანიზმში ბუნებრივად მზის სხივებით შემოდის, ზამთარში კი მისი მიღება საკვებიდან შეიძლება. კვერცხი, პარკოსნები, ღვიძლი, ზღვის, რძის პროდუქტები ამ ვიტამინის შევსებაში დაგეხმარებათ.

სრულფასოვან კვებას, სეირნობას სუფთა ჰაერზე შაკიკის სიხშირისა და ინტენსიურობის არსებითი შემცირება შეუძლია.

მთავარი თემები