შაკიკი - გადაუჭრელი პრობლემა - ისე სჭამდა რკინასაო, როგორც ხარი თივასაო

გამოწერა
შაკიკი პლანეტის ყოველ მეექვსე მცხოვრებს აწუხებს. როგორც წესი, შაკიკის დროს ტკივილი თავის ტვინის ერთ ნახევარსფეროშია ლოკალიზებული. შაკიკი უმეტესად აწუხებთ ემოციურ ადამიანებს და იმათ, ვინც სტრესს მედგარ წინააღმდეგობას ვერ უწევს.

თავის ტკივილი მრავალი დაავადების თანამგზავრია. არის ერთი სახეობის თავის ტკივილი — აუტანელი და ქანცგამწყვეტი. ეს შაკიკია. ის პლანეტის ყოველ მეექვსე მცხოვრებს აწუხებს. როგორც წესი, შაკიკის დროს ტკივილი თავის ტვინის ერთ ნახევარსფეროშია ლოკალიზებული. შაკიკი უმეტესად აწუხებთ ემოციურ ადამიანებს და იმათ, ვინც სტრესს მედგარ წინააღმდეგობას ვერ უწევს.

თავის ტკივილის მიზეზები

შაკიკისადმი მიდრეკილება განპირობებულია მემკვიდრეობით, სქესით (ქალებს უფრო ხშირად აქვთ), ცხოვრების არასწორი წესით, ფსიქოემოციური ფონით. ასევე მნიშვნელობა აქვს ასაკს: ექიმების დაკვირვებით, შაკიკი უფრო ახალგაზრდებს ახასიათებთ, ის მოზარდობის ასაკიდან იწყება და სიბერისას ქრება.

CC BY-SA 2.0 / Gonzalo Malpartida / Headacheშაკიკისადმი მიდრეკილება განპირობებულია მემკვიდრეობით, სქესით, ცხოვრების არასწორი წესით, ფსიქოემოციური ფონით
შაკიკი - გადაუჭრელი პრობლემა - ისე სჭამდა რკინასაო, როგორც ხარი თივასაო - Sputnik საქართველო
შაკიკისადმი მიდრეკილება განპირობებულია მემკვიდრეობით, სქესით, ცხოვრების არასწორი წესით, ფსიქოემოციური ფონით

შაკიკის შეტევების დაწყებაში კვებას უზარმაზარი როლი ენიჭება. დამტკიცებულია, რომ ორგანიზმში რიგი ელემენტების დეფიციტს ძლიერი თავის ტკივილის პროვოცირება ოთხჯერ უფრო ხშირად შეუძლია. გთავაზობთ ნივთიერებათა ოთხ ჯგუფს, რომელთა ნაკლებობაც შაკიკის გამწვავებას უწყობს ხელს. ამ ნივთიერებების დეფიციტი თავის ტკივილს იწვევს.

ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი В12

თუ ორგანიზმს ეს ნივთიერებები არ ჰყოფნის, ადამიანები ხშირად ზედმეტად გაღიზიანებული და გონებაგაფანტული არიან, ასევე დაუცველი არიან სტრესის მიმართ. ხშირად თავის ტკივილის გაყუჩებას ვცდილობთ პრეპარატებით, რომელთა შემადგენლობაშიც ასპირინია. ეს ნივთიერება კი ორგანიზმში ფოლიუმის მჟავისა და В12 ვიტამინის შემცველობას ამცირებს.

საქსოფონი - Sputnik საქართველო
რა კავშირშია ვიოლინო, ორგანი და საყვირი ჩვენს ჯანმრთელობასთან

ფოლიუმის მჟავის შემცველობის თვალსაზრისით, ბადალი არ ჰყავს ისპანახს, ასევე ამ ნივთიერებით მდიდარია ბროკოლი, სატაცური, ავოკადო, ჭარხალი, სტაფილო, გოგრა. В12 ვიტამინი კი დიდი რაოდენობითაა ქათმის კვერცხში.

სპილენძი და რკინა

სპილენძისა და რკინის დეფიციტი უმეტესად ქალებს ახასიათებთ. ამ ნივთიერებათა არასაკმარის რაოდენობას ორგანიზმში პირდაპირ ანემიამდე მივყავართ. სპილენძით მდიდარია ლობიო, კაკალი, თხის ყველი, ავოკადო… ხოლო რკინის მარაგს შეავსებს მწვანილი, სალათის ფოთოლი, მზესუმზირა, ქუნჯუთი, ღვიძლი და ზღვის კომბოსტო.

ვიტამინი В6

В6 ვიტამინის დეფიციტი სისხლძარღვების დაავადების აღმოცენების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ის დიდი რაოდენობითაა ლობიოში, ღვიძლში, ახალ ბოსტნეულში, ასევე მარცვლეულში. მიიღეთ ეს პროდუქტები, თუ გინდათ შეინარჩუნოთ ტვინის, ნერვების, გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობა.

© FL/Whitneyვიტამინების შესავსებად მიიღეთ ბოსტნეული
შაკიკი - გადაუჭრელი პრობლემა - ისე სჭამდა რკინასაო, როგორც ხარი თივასაო - Sputnik საქართველო
ვიტამინების შესავსებად მიიღეთ ბოსტნეული

ვიტამინი D

D ვიტამინი ჩვენ ორგანიზმში ბუნებრივად მზის სხივებით შემოდის, ზამთარში კი მისი მიღება საკვებიდან შეიძლება. კვერცხი, პარკოსნები, ღვიძლი, ზღვის, რძის პროდუქტები ამ ვიტამინის შევსებაში დაგეხმარებათ.

სრულფასოვან კვებას, სეირნობას სუფთა ჰაერზე შაკიკის სიხშირისა და ინტენსიურობის არსებითი შემცირება შეუძლია.

ყველა ახალი ამბავი
0