სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი“ ისევ სკანდალის ცენტრშია

გამოწერა
დაპატიმრებულია ამხანაგობა „თაბუკაშვილი-88“-ის თავმჯდომარე. საქმე ეხება მოწილეების წინაშე 1,5 მილიონი დოლარის შეუსრულებელ ვალდებულებებს.

თბილისი, 10 აგვისტო— Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამშენებლო კომრანია „ცენტრ პოინტის“ მაქინაციებთან დაკაკვშირებული ხმაურიანი საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი დააპატიმრა. დაკავებულია ამხანაგობა „თაბუკაშვილი-88“-ის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილი.

„ცენტრ პოინტის“ წინააღმდეგ საქმე 2013 წელს აღიძრა. მაშინ მთავარმა პროკურატურამ კომპანიის ხელმძღვანელობას მაია რჩეულიშვილს და პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერს რუსუდან კერვალიშვილს თაღლითობა და 2 მილიონ დოლარზე  და 2,4 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხის მითვისება დააბრალა ამხანაგობა „თაბუკაშვილი-88“ წინაშე არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რომელიც თბილისის ცენტრში საცხოვრებელ კომპლექსს აშენებდა.

ცენტრ-პოინტის მშენებლობა - Sputnik საქართველო
"ცენტრ-პოინტის" საქმეზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

„ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელობა მაშინ დაპატიმრებას  გადაურჩა და მას მხოლოდ გირაო დაეკისრა. 

2016 წელს კომპანია „ცენტრ პოინტით“ გამოძიება ისევ დაინტერესდა. ამჯერად პროკურატურის ქმედებები უფრო ხისტი იყო.  აჭარაში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას ფულადი სახსრების გაფლანგვის თაობაზე საქმის გამოძიების დასრულებამდე წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ მაია რჩეულიშვილს, მის ვაჟს-კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს გურამ(გუკა) რჩეულიშვილს,  „ცენტრ პოინტ აჭარას“ფილიალის ყოფილ დირექტორს სალომე ჩარკვიანს და ამჟამინდელ დირექტორს ირაკლი მინდელს.

ახალი საქმე

ამხანაგობა „თაბუკაშვილი-88“ თბილისელებს მუდმივი საპროტესტო აქციებით  დაამახსოვრდა „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელობის დასჯის მოთხოვნით იმის გამო, რომ კომპანიამ 2004 წელს საცხოვრებელი კომპლექსი არ ააშენა. მოტყუებული მომიტინგეები იმუქრებოდნენ, რომ პროტესტის რადიკალურ ზომებს მიმართავდნენ.

2004-2009 წლებში ამხანაგობა „თაბუკაშვილი-88“-ის წევრებმა ბინების მშენებლობისათვის ხელშეკრულობა გააფორმეს  და საერთო ჯამში 1,5 მილიონი დოლარის თანხა დააბანდეს. თუმცა „ცენტრ პოინტმა“ დამკვეთების წინაშე ვალდებულება არ შეასრულა.

სამშენებლო კომპანიის დირექტორი თანხების მითვისებაშია ბრალდებული - Sputnik საქართველო
სამშენებლო კომპანიის დირექტორი თანხების მითვისებაშია ბრალდებული

ამ ეტაპზე საქართველოს მთავარი პროკურატურა ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ს თავმჯდომარეს ზურაბ თაბუკაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ მან ჯერ ამხანაგობის ინტერსების საწინააღმდეგოდ, შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფთან“ საცხოვრებელი კომპლექსის აშენების შესახებ გააფორმა ხელშეკრულება, შემდეგ კი მშენებლობის დასრულება არ უზრუნველყო და ფული მიითვისა.

„ამხანაგობის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილმა, ნაცვლად იმისა, რომ  2004-2016 წლების პერიოდში სხვადასხვა მობინადრის ფულადი შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისთვის, ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის  მოთხოვნის შესაბამისად, გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ამხანაგობა,,თაბუკაშვილი-88“-ს ანგარიშზე შეტანილი და მიღებული ნაღდი ფული 1 048 747 აშშ დოლარისა და 219 950 ლარის ოდენობით“,- ნათქვამია პროკურატურის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პროკურატურა ასევე ამტკიცებს, რომ თაბუკაშვილმა  გაასხვისა ხუთი საცხოვრებელი ბინა, რომლებიც ამხანაგობის წევრებს უნდა მიეღოთ. ამგვარად მათ დაკარგეს საცხოვრებელი ფართის მიღების სამართლებრივი საფუძველი.

ზურაბ თაბუკაშვილს ემუქრება თავისუფლების აღკვეთა თერთმეტ წლამდე ვადით „განსაკუთრბით დიდი ოდენობით ფულადი სახსრების მითვისებისა და გაფლანგვის გამო“. მას ბრალი ედება ერთბაშად  ამხანაგოაბა „თაბუკაშვილი-88“ და „კომპანია „ცენტრ პოინტთან“ დაკავშირებულ 34 ეპიზოდში.

ყველა ახალი ამბავი
0