სამშენებლო კომპანიის დირექტორი თანხების მითვისებაშია ბრალდებული

© http://is.ge/News/10008სამშენებლო კომპანიის დირექტორი თანხების მითვისებაშია ბრალდებული
სამშენებლო კომპანიის დირექტორი თანხების მითვისებაშია ბრალდებული - Sputnik საქართველო
გამოწერა
შპს ,,ნიუ კონსტრაქშენი“, 2013 წლის პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაკვეთით აწარმოებდა შენობა-ნაგებობების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით, რისი დასრულების შემდეგაც სახლები უნდა გადასცემოდა დევინლ მოსახლეობას.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი 1 750 352 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა შპს „ნიუ კონსტრაქშენი“-ს დირექტორი გიორგი მჭედლიშვილი და  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილი მთავარი სპეციალისტი, რატი სვანიძე.

 შპს,,ნიუ კონსტრაქშენი“, 2013 წლის პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაკვეთით აწარმოებდა შენობა-ნაგებობების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით, რისი დასრულების შემდეგაც სახლები უნდა გადასცემოდა დევინლ მოსახლეობას.

 რეკონსტრუქციის პროცესში საწარმოს დამკვეთებისგან წინასწარ ავანსის სახით ერიცხებოდა თანხა. ჩარიცხული ავანსიდან გიორგი მჭედლიშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 1 750 352 ლარი, რის გამოც მშენებარე ობიექტები დღემდე დაუსრულებელია“, — იტყობინება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური პარასკევს 10 ივლისს. 

 გარდა ამისა, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ობიექტის სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროცესში, „ნიუ კონსტრაქშენ“-ის დირექტორს, გიორგი მჭედლიშვილს შესრულებული სამუშაოების აქტების გაყალბებაში დაეხმარა დევნილთა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი რატი სვანიძე, რასაც შედეგად მოჰყვა ბრალდებულის მხრიდან 649 780 ლარის მითვისება. აღნიშნული ობიექტის სარემონტო სამუშაოები, რომელიც საკუთრებაში უნდა გადასცემოდა დევნილ მოსახლეობას, ასევე დაუსრულებელია.

 საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე ვადით.


ყველა ახალი ამბავი
0