19:19 19 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7728
  • 100 RUB4.1220
  • USD3.2186
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სამეცნიერო ცხოვრება (36)
26320

ქართველი მოსწავლეები, რომლებმაც განსანაღმი მოწყობილობა შექმნეს, აცხადებენ, რომ მათ Life Saver-ს ანალოგი არ გააჩნია.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. Life Saver-ასე ეწოდება მოწყობილობას, რომელიც დანაღმული ტერიტორიების უვნებელსაყოფად არის გამკუთვნილი. ის გამოიგონეს 17 წლის მოსწავლემ კარლო ხუციშვილმა, მისმა დამ ანამ და მათმა დეიდაშვილმა თორნიკე მაზმიშვილმა.

Life Saver არის განაღმვის უპილოტო სისტემა, რომელიც ორი დრონისა და მართვის პულტისგან შედგება. დრონების მართვა როგორც iPad პლანშეტიდან, ასევე პორტატიული კომპიუტერიდან არის შესაძლებელი.

„iPad-ში დანაღმული ტერიტორიის პარამეტრები შეჰყავთ. დრონი ფრინდება და რუკაზე იმ ადგილებს აჩვენებს, სადაც ნაღმებია განლაგებული. ამის შემდეგ ჰაერში მეორე დრონი ფრინდება, რომელიც რუკაზე მონიშნულ ადგილს ავტომატურად უახლოვდება და ნაღმს ჰაერიდან გაუვნებელყოფს“,- მოუთხრო Sputnik-ს კარლო ხუციშვილმა.

გამოგონება ნაღმების ადგილსამყოფელს სპეციალური სენსორებით ადგენს. რაც შეეხება ნაღმის გაუვნებელყოფას, ნორჩი გამომგონებლები სამ ვარიანტს იხილავენ — ნაღმზე დეტონატორის ჩამოგდება და მისი აფეთქება, ქიმიური ნივთიერების დასხმა და ასეთი გზით ნაღმის გაუვნებელყოფა, ან სპეციალური ლაზერული სხივით მისი განადგურება.

დრონს, რომელიც ნაღმის ადგილსამყოფელს ადგენს, არა მარტო ფრენა, არამედ მიწაზე გადაადგილება და წყალში ცურვა შეუძლია. ნორჩი გამომგონებლები ამტკიცებენ, რომ მათ გამოგონებას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ისინი უახლოეს დროს თავისი გამოგონების დაპატენტებას გეგმავენ. ბავშვებს ფინანსური მხარდაჭერა არ აქვთ, ამიტომ თავისი პროექტის სრული განხორციელება მათ ჯერ არ გამოსდით. 

11 კლასის მოსწავლე კარლო ხუციშვილი ქალაქ ახალციხის მკვიდრია (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, აღმოსავლეთ საქართველო). ახლახან ის თბილისის №199 კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში გადავიდა.

განაღმვის უპილოტო სისტემის შექმნამდე კარლომ თავის თანამოაზრეებთან ერთად მულტიკლიმატიზატორი გამოიგონა, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში სეტყვის, წვიმისა და ქარის პროგნოზირებისთვის გამოიყენება. 

2015 წელს ბავშვებმა საქართველოს ინოვატორთა კონკურსში გაიმარჯვეს და ისინი აშშ-ში ჯონ კენედის კოსმოსურ ცენტრში მიიწვიეს. კარლოს და, ანა ხუციშვილი, ახალციხის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეა, მათი დეიდაშვილი თორნიკე მაზმიშვილი კი ქუთაისში (იმერეთის რეგიონი, დასავლეთ საქართველო) საქართველოს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სწავლობს.

თემები:
საქართველოს სამეცნიერო ცხოვრება (36)

მთავარი თემები