თბილისის ოლიმპიადაში მსოფლიოს ნორჩი გამომგონებლები მიიღებენ მონაწილეობას

© FB IYIPO 2016 IYIPO 2016 -ის გამარჯვებულები
IYIPO 2016 -ის გამარჯვებულები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადა IYIPO 2016-ში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეები მთელი მსოფლიოდან ჩამოვლენ.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. თბილისში 21-23 აპრილს ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-10 საერთაშორისო ოლიმპიადა IYIPO 2016 (International Young Inventors Project Olympiad) გაიმართება, განუცხადეს Sputnik-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

ვაქცინა  A/H1N1 - Sputnik საქართველო
საქართველოში ოლიმპიადაზე მსოფლიოს ქიმიკოსები ჩამოვლენ

თბილისში მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან 300-ზე მეტი გამომგონებელი შეიკრიბება. ოლიმპიადა 15:00 საათზე „თბილისი მოლში“ დაიწყება.

„სამი დღის განმავლობაში თბილისი ინოვაციების ყველაზე მასშტაბური ცენტრი გახდება… საკუთარი ნამუშევრების გარდა თითოეული გუნდი სპეციალური სტენდების საშუალებით სტუმრებს საკუთარ ქვეყანასაც გააცნობს“, — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

ჟიური, რომელიც მეცნიერებით არის დაკომპლექტებული, ნორჩი მონაწილეების გამოგონებებს დეტალურად გაეცნობა და მათ შორის საუკეთესოს 23 აპრილს გამოავლენს. გამარჯვებულები მედლებითა და პრიზებით დაჯილდოვდებიან.

"ოლიმპიადის მიზანია, დაეხმაროს მთელი მსოფლიოს ნორჩ მეცნიერებს – საკუთარი გამოგონებები გააცნონ ფართო აუდიტორიას. წელს ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მოსწავლეები ევროპის, აზიის, ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებიდან. ოლიმპიადა, ერთი მხრივ, ახალგაზრდებს სამეცნიერო უნარების განვითარებაში ეხმარება, მეორე მხრივ კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მეცნიერების კონტაქტების გაღრმავებას უწყობს ხელს“, — ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო ოლიმპიადა ყოველ წელს გაზაფხულზე იმართება. მასში მონაწილეობის მიღება 7-12 კლასის იმ მოსწავლეებს შეუძლიათ, რომლებმაც საკუთარ სამშობლოში გაიმარჯვეს. ოლიმპიადა მოიცავს შემდეგ დისციპლინებს: ქიმია, ბიოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა.

ოლიმპიადა ტარდება თბილისის მერიის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროების, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის, ინტელექტუალური საკუთრების ცენტრ „საქპატენტის“, ევროპის კავშირისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0