საქართველოს დემოგრაფიული კრიზისი ემუქრება

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиთბილისის მოქალაქეები
თბილისის მოქალაქეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავარი პრობლემაა დემოგრაფიული კრიზისი. დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პროგნოზით, 2050 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობა 28%–ით ანუ 1,17 მილიონი ადამიანით შემცირდება.

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. საქართველოს 2017 წლიდან შობადობის მკვეთრი შემცირება ელოდება, ასეთი განცხადება გააკეთა დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ.

“საქართველოში 2017 წლიდან შობადობა თითქმის ორჯერ შემცირდება, რადგან საქართველოში 1980-1990-იანი წლების მანძილზე 445 ათასი გოგონა დაიბადა, ხოლო 1990-2000-იან წლებში – მხოლოდ 225 ათასამდე, ანუ ორჯერ ნაკლები. 2017 წლიდან სწორედ ისინი შედიან დედობის ასაკში“, — ციტირებს ჩიბურდანიძეს საინფორმაციო სააგენტო Новости Грузия.

ახლა ყველა საჭირო ზომის მიღებაა აუცილებელი, რათა 2050 წლისთვის დემოგრაფიული კატასტროფა ავიცილოთ.

„პროგნოზი ასეთია: 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით, ანუ 1 170 ათასი ადამიანით შემცირდება, და ეს რიცხვი მთლიანად ქართულ ეთნოსს ეხება… საქართველოში ეს არის ნომერ პირველი პრობლემა, რადგან საქართველოს გენოფონდი ნადგურდება“, — აღნიშნა მან.

ახალშობილი - Sputnik საქართველო
საქართველოში შობადობის დონე გაიზარდა

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის გადაწყვეტილებამ, მოენათლა ოჯახებში დაბადებული მესამე და შემდეგი ბავშვები, შობადობის ზრდაზე დადებითად იმოქმედა. მაგალითად, 2008 წლიდან დაახლოებით 26 ათასი ბავშვი გახდა პატრიარქის  ნათლული.

გარდა ამისა, 2013 წელს დემოგრაფიული აღორძინების ფონდმა საქართველოს მთავრობასთან ერთად დაიწყო მშობიარობის დაფინანსება, ორსულობის მონიტორინგი, ორსულთათვის ფოლიუმის მჟავას და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა მედიკამენტების უფასო დარიგება.

2014 წლის ივნისიდან ქვეყნის ექვს რეგიონში, სადაც სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობას, ყოველ მესამე და შემდეგ ბავშვზე ბარში ყოველთვიურად 100 ლარია გამოყოფილი, ხოლო მაღალმთიანეთში — 200 ლარი. ინიციატივა ორ წელზეა გათვლილი. ეს შეეხო რეგიონებს – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი და იმერეთი.

ამის შემდეგ ამ რეგიონებში 5 687 ბავშვი დაიბადა, რომლებიც იღებენ ამ დახმარებას.

სვანეთი - Sputnik საქართველო
2016 წლიდან საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოსახლეობა შეღავათებით ისარგებლებს

ამას გარდა, 2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომლის თანახმადაც, იმ პირველ და მეორე ბავშვს, რომლის ერთ–ერთი მშობელი მაღლმთიანი დასახლების მუდმივი მაცხოვრებელია, თვეში 100 ლარი, ხოლო მესამე და შემდეგ ბავშვს — 200 ლარი ეკუთვნის ორი წლის განმავლობაში.

2013 წლის ივლისიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი დემოგრაფიულ ინიციატივებზე. დღეს სპეციალისტები დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობენ, რომელიც პარლამენტმა ზაფხულამდე უნდა მიიღოს. მასში საქართველოს მთავრობის როგორც მიმდინარე, ასევე ახალი ინიციატივები შევა, მაგალითად, 2007 წელს გაუქმებული, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სოციალური პაკეტის დაბრუნება და სტატუსის მინიჭება.

2015 წელს საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი ოფიციალურად განისაზღვრა. მოსახლეობის ამ კატეგორიისთვისაც სოციალური პაკეტი მუშავდება.

შობადობის დონის მიხედვით, ამჟამად საქართველოს დედაქალაქი თბილისი პირველ ადგილზეა. შემდეგ მოდის ქვემო ქართლის რეგიონი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. ამ თვალსაზრისით სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლშიც არც ისე ცუდი სიტუაციაა.

2013 წელს საქართველოში დაახლოებით 57,9 ათასი, 2014 წელს — 60,6 ათასზე მეტი, 2015 წელს კი — 59,2 ათასზე მეტი ბავშვი დაიბადა. 

ეს მონაცემები საინფორმაციო სააგენტო Новости—Грузия-ს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიაწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0