საქართველოში შობადობის დონე გაიზარდა

© photo: Sputnik / Виталий Аньков / გადასვლა მედიაბანკშიახალშობილი
ახალშობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 729,5 ათასი შეადგინა, რაც, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17%–ით ნაკლებია.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. 2014 წელს 60 ათას 635 ადამიანი დაიბადა, რაც 2013 წლის მაჩვენებელზე (57 ათას 878 ადამიანი) 4,8%–ით და 2012 წლის მაჩვენებელზე (57 ათას 031 ადამიანი) 6,3%–ით მეტია, იუწყება „საქსტატი“.

2014 წელს ბიჭი 7%–ით მეტი (31 ათას 325) დაიბადა, ვიდრე გოგონა (29 ათას 310), აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებში.

2013 წელთან შედარებით, 2014 წელს სიკვდილიანობის დონე 1,1%–ით გაიზარდა და 49 ათას 087 ადამიანი შეადგინა. ბუნებრივი მატების დონემ, 2013 წელთან შედარებით, 23,8%–ით მოიმატა და 11 ათას 548 ადამიანი შეადგინა.

როსტისლავ იშენკო - Sputnik საქართველო
ევროპული არჩევანი და დემოგრაფიის საკითხები

2014 წელს დარეგისტრირდა 31 ათას 526 წყვილი, რაც 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (34 ათას 693 წყვილი) 9,1%–ით ნაკლებია, განქორწინდა 9 ათას 119 წყვილი, რაც 2013 წელს განქორწინებულთა რაოდენობაზე (8 ათას 089 წყვილი) 12,7%–ით მეტია.

2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 729,5 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17%–ით ნაკლებია. მოსახლეობის 57,4% (2 140,4 ათასი ადამიანი) ქალაქებში ცხოვრობს, ხოლო 42,6% (1 589,2 ათასი) – სოფლებში. საანგარიშო პერიოდში დედაქალაქის მოსახლეობა 1 118,3 ათას ადამიანს შეადგენდა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 5%–ით ნაკლებია.

სტატისტიკური მონაცემები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მონაცემებს გულისხმობს. 


ყველა ახალი ამბავი
0