06:59 20 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოში H1N1ვირუსი ვრცელდება (17)
3001

საქართველოში დიდთოვლობისა და ვირუსული ინფექციების გავრცელების გამო დაახლოებით 400 სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. გაცდენილ საათებს სკოლები შაბათი დღის ხარჯზე აანარღაურებენ.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik.  ვირუსული ინფექციის გავრცელების გამო საქართველოს 195, მათგან თბილისის 26 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“.

გარდა ამისა, დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი ასევე შეწყვეტილია კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, გურიისა და აჭარის 200-მდე სკოლაში. 

გაცდენილ საათებს სკოლები შაბათი დღის ხარჯზე აანაზღაურებენ. 

ბოლო ინფორმაციით, საქართველოს სკოლებში გაცდენების 16% გრიპის ვირუსს უკავშირდება, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დაახლოებით სამი დღის შემდეგ განახლდება იმ შემთხვევაში, თუ გაცდენების რაოდენობა 20%-ს არ მიაღწევს. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად,  არ შეიძლება გაციებისა და გრიპის სინდრომის მქონე პირების სკოლებში დაშვება, ყოველი შესვენების შემდეგ საჭიროა საკლასო ოთახების განიავება, სისტემატურად უნდა მოხდეს სველი დასუფთავება და პირადი ჰიგიენის დაცვა. 

ამ დროისათვის ვირუსი ქვეყნის 1000 მცხოვრებზე 332 ადამიანს აქვს, განაცხადეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში. საქართველოსათვის ეპიდემიოლოგიური ზღვარი 1000 კაცზე 500 შემთხვევაა. წლის დასაწყისიდან საქართველოში H1N1 ვირუსით გამოწვეული დაავადებების შედეგად სამი მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო H3N2 —ის შედეგად — 1. 

 

 

თემები:
საქართველოში H1N1ვირუსი ვრცელდება (17)

მთავარი თემები