თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლემ 80 სმ-ს გადააჭარბა, რაც ბოლო 30 წლის რეკორდია, იტყობინება გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური.
19 იანვრიდან საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობაა. გართულებულია ტრანსპორტის გადაადგილება ქვეყნის მთავარ ავტომაგისტრალებზე, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
„აღსანიშნავია, რომ ასეთი უხვი თოვლი ბათუმში 30 წელია არ დაფიქსირებულა“, — ნათქვამია შეტყობინებაში.
1985 წელს ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლემ 101 სმ-ს მიაღწია.