02:56 02 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (939)
34 0 0

მეცნიერების თქმით, ამგვარი ნანომასალების გამოყენება ზოგ შემთხვევაში ანტიბიოტიკების დოზის 6-7-ჯერ შემცირების საშუალებას იძლევა

 

თბილისი, 27 მაისი − Sputnik. რუსეთის ეროვნული კვლევითი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი  МИСиС-ის მეცნიერებმა ინფექციის კერამდე ანტიბიოტიკების ზუსტად მიმტანი ნანონაწილაკები შექმნეს. კვლევის შედეგები ჟურნალ  American Chemical Society Applied Materials Interfaces-შია გამოქვეყნებული.

მეცნიერების თქმით, ამგვარი ნანომასალების გამოყენება ზოგ შემთხვევაში ანტიბიოტიკების დოზის 6-7-ჯერ შემცირების საშუალებას იძლევა, რის წყალობითაც მცირდება ორგანიზმზე დატვირთვა და პათოგენების წამლებისადმი ადაპტაციის სისწრაფე.

როგორც სწავლულები ამბობენ, ანტიბიოტიკების გამოყენება მთელ მსოფლიოში მატულობს, რაც მოსახლეობის დაავადების  ზრდით, ახალი ინფექციების გაჩენითა და არარეცეპტურული წამლების დაურეგულირებელი მოხმარებითაა გამოწვეული. ანტიბიოტიკების გამუდმებული მიღება მათდამი  მედეგობას განაპირობებს − დღეისათვის ბევრი ბაქტერიული პათოგენის წინააღმდეგ ტრადიციული ანტიბიოტიკები უკვე უძლურია.

თუმცა ახალი ანტიბიოტიკის შესაქმნელად 10-20 წლიანი კვლევები და კლინიკური გამოცდებია საჭირო, ხოლო მედიკამენტოზური თერაპია , როგორც მეცნიერები ამბობენ, აქამდე რჩება ინფექციებთან ბრძოლის ძირითად მეთოდად.

პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა − ეს ანტიმიკრობული ნანოჰიბრიდებია, რომლებიც წამლებს პათოგენების წინააღმდეგობის გადალახვაში ეხმარება პაციენტისთვის გვერდითი ეფექტების გარეშე. ასეთი პრეპარატების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ანტიბიოტიკის დოზა სერიოზულად მცირდება, რაც თავის მხრივ, ამცირებს დატვირთვას ორგანიზმზე და ანელებს მიკრობებში მედეგობის განვითარებას.

ანტიბიოტიკების ზუსტად მიმწოდებელი ნანონაწილაკების შექმნაში, МИСиС-ის მეცნიერებთან ერთად, ასევე მონაწილეობდნენ გამოყენებითი მიკრობიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრისა და ბახის სახელობის ბიოქიმიის ინსტიტუტის სწავლულები. მათი თქმით, ბორის ჰექსაგონალური ნიტრიდის (h-BN) საფუძველზე დამზადებულმა ახალმა ნანოჰიბრიდმა, ვერცხლის ნაწილაკებით, მაღალი ბაქტერიციდული და სოკოს საწინააღმდეგო აქტიურობა გამოავლინა.

მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ ახალ ნანონაწილაკებს შეუძლიათ გაანადგურონ ბაქტერიული და სოკოვანი პოპულაციები, რა დროსაც ბაზარზე არსებულ ანტიბიოტიკებზე ბევრად ნაკლებ აქტიურ ნივთიერებას იყენებენ. მაგალითად, გენტამიცინის მინიმალური კონცენტრაცია შტამ E.Coli U-122-ის წინააღმდეგ, არის 256 მგ/ლ, მაში, როდესაც ნანოჰიბრიდი იგივე პრეპარატით ანალოგიურ ეფექტს 40 მგ/ლ-ით აღწევს.

„ვერცხლის ნაწილაკების გამოყენება დამატებით ბაქტერიციდულ ეფექტს იძლევა. გენტამიცინით დატვირთულმა ნანონაწილაკებმა ნაწლავის ჩხირის 38 ტიპის შტამის საწინააღმდეგო ეფექტი აჩვენა, ხოლო მათ ზედაპირზე ვერცხლის ნაწილაკების დატანის შემდეგ ეს მაჩვენებელი 47-მდე გაიზარდა“, − აცხადებენ მკვლევარები.

გარდა ამისა, ნანონაწილაკებს შეუძლიათ ზიდონ ანტიბიოტიკების დიდი „ტვირთი“ და იოლად შეაღწიონ სისხლძარღვების ქსოვილებში და ასევე იოლად გამოაღწიონ იქიდან.

როგორც მეცნიერები ამბობენ, პრეპარატებმა უკვე გაიარა ლაბორატორიული ტესტები 50-ზე მეტ ბაქტერიულ და სოკოვან კულტურაზე.

ამ დროისათვის გრძელდება ახალი ნანოჰიბრიდების კლინიკამდელი გამოცდები.

თემები:
რუსეთი დღეს (939)

მთავარი თემები