07:13 07 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (773)
46 0 0

სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო რეგულატორების მიერ გაცემული ნებართვების რაოდენობით  „სპუტნიკ V“ მსოფლიოს ვაქცინების სამეულში შედის.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. სან–მარინოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსზე ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციისთვის რუსული პრეპარატის „სპუტნიკ V“-ს გამოყენების ნებართვა გასცა, იუწყება РИА Новости რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდზე დაყრდნობით.

ამრიგად, სან–მარინო გახდა ოცდამეათე სახელმწიფო, რომლებშიც ვაქცინა „სპუტნიკ V“ დარეგისტრირდა.  

ამასთან აღინიშნება, რომ პრეპარატის რეგისტრაცია განხორციელდა დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში (emergency use authorization, EUA).

„ევროპის უძველესი სახელმწიფო სან–მარინო დღეს იმ 29 სახელმწიფოს შეუერთდა, რომლებშიც „სპუტნიკ V“ ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცევა კორონავირუსთან ბრძოლაში. ვაქცინა „სპუტნიკ V“ ფართოდაა აღიარებული მედიცინის სპეციალისტებისა და სახელმწიფო რეგულატორების მიერ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი პრეპარატი“, — აცხადებს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის დირექტორი კირილ დმიტრიევი.

სახელმწიფო რეგულატორების მიერ გაცემული ნებართვების რაოდენობით „სპუტნიკ V“ მსოფლიოს ვაქცინების სამეულში შედის.

„სპუტნიკ V“-ს გამოყენებაზე ნებართვა უკვე გაცემულია: საკუთრივ რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, ბოლივიაში, სერბეთში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში, თურქმენეთში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ირანში, გვინეის რესპუბლიკაში, ტუნისში, სომხეთში, მექსიკაში, ნიკარაგუაში, ლიბანში, მიანმაში, პაკისტანში, მონღოლეთში, ბაჰრეინში, მონტენეგროში, სენტ–ვინსენტსა და გრენადინებზე, ყაზახეთში, უზბეკეთსა და გაბონში.

მანამდე სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet-მა გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც „სპუტნიკV“-ს კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგებს ასახავს. ნაშრომის თანახმად, „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს და ის იმუნოგენურობისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ავლენს. ვაქცინა ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

თემები:
რუსეთი დღეს (773)

მთავარი თემები