თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. კრონავირუსის საწინააღმდეგო მესამე რუსული ვაქცინის დარეგისტრირება, რომელიც ჩუმაკოვის ცენტრში შეიქმნა, 20 თებერვალს იგეგმება, ნათქვამია საიტზე стопкоронавирус.рф.
მანამდე რუსეთის ვიცე–პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, რომ ეს თებერვლის შუა რიცხვებისთვის იყო მოსალოდნელი.
პრეპარატი „კოვივაკი“ მხოლოდ რიგით კი არ არის მესამე ვაქცინა „სპუტნიკ V–სა“ და „ეპივაკკორონას“ შემდეგ, არამედ სახეობითაც მესამეა. ის მთლიანი ინაქტივირებული (ზოგჯერ „მოკლულსაც“ უწოდებენ) კორონავირუსის საფუძველზეა დამზადებული.
ორგანიზმში შეყვანისას პრეპარატი ამოიცნობს ვირუსის ანტიგენურ შემადგენლობას, იმახსოვრებს მას და მზად რცება მომავალში მისი ნებისმიერი გამოვლენისთვის.
ჩუმაკოვის ცენტრის დირექტორის, აიდარ იშმუხამეტოვის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ „კოვივაკში“ ვირუსი მთლიანადაა გამოყენებული და არა ფრაგმენტულად, ის ეფექტური იქნება მუტირებული შტამების მიმართაც.
აღინიშნება, რომ პრეპარატის კლინიკური გამოცდები ოქტომბრის პირველ რიცხვებში დაიწყო და ამ დრომდე არასასურველი მოვლენები არ დაფიქსირებულა.
მისმა შემქმენელებმა რეგისტრაციაზე განაცხადი იანვარში წარადგინეს.
მალე ვაქცინის გამოცდების მეორე ფაზა დასრულდება, შემდგომ ტესტირებაში კი სამი ათასი მოხალისე მიიღებს მონაწილეობას.