უკვე 30 ქვეყანა: სან-მარინომ „სპუტნიკ V“-ს გამოყენება გადაწყვიტა

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშივაქცინა Sputnik V-ს ლოგოტიპი
ვაქცინა Sputnik V-ს ლოგოტიპი  - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გამოწერა
სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო რეგულატორების მიერ გაცემული ნებართვების რაოდენობით  „სპუტნიკ V“ მსოფლიოს ვაქცინების სამეულში შედის.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. სან–მარინოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსზე ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციისთვის რუსული პრეპარატის „სპუტნიკ V“-ს გამოყენების ნებართვა გასცა, იუწყება РИА Новости რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდზე დაყრდნობით.

კოვიდ-ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
„კოვივაკი“ - მესამე რუსული კოვიდ-ვაქცინა თებერვალში დარეგისტრირდება

ამრიგად, სან–მარინო გახდა ოცდამეათე სახელმწიფო, რომლებშიც ვაქცინა „სპუტნიკ V“ დარეგისტრირდა.  

ამასთან აღინიშნება, რომ პრეპარატის რეგისტრაცია განხორციელდა დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში (emergency use authorization, EUA).

„ევროპის უძველესი სახელმწიფო სან–მარინო დღეს იმ 29 სახელმწიფოს შეუერთდა, რომლებშიც „სპუტნიკ V“ ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცევა კორონავირუსთან ბრძოლაში. ვაქცინა „სპუტნიკ V“ ფართოდაა აღიარებული მედიცინის სპეციალისტებისა და სახელმწიფო რეგულატორების მიერ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი პრეპარატი“, — აცხადებს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის დირექტორი კირილ დმიტრიევი.

სახელმწიფო რეგულატორების მიერ გაცემული ნებართვების რაოდენობით „სპუტნიკ V“ მსოფლიოს ვაქცინების სამეულში შედის.

ვაქცინის ამპულა - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
რუსულმა ვაქცინამ კორონავირუსის ბრიტანული შტამის მიმართ მაღალი ეფექტურობა გამოავლინა

„სპუტნიკ V“-ს გამოყენებაზე ნებართვა უკვე გაცემულია: საკუთრივ რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, ბოლივიაში, სერბეთში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში, თურქმენეთში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ირანში, გვინეის რესპუბლიკაში, ტუნისში, სომხეთში, მექსიკაში, ნიკარაგუაში, ლიბანში, მიანმაში, პაკისტანში, მონღოლეთში, ბაჰრეინში, მონტენეგროში, სენტ–ვინსენტსა და გრენადინებზე, ყაზახეთში, უზბეკეთსა და გაბონში.

მანამდე სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet-მა გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც „სპუტნიკV“-ს კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგებს ასახავს. ნაშრომის თანახმად, „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს და ის იმუნოგენურობისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ავლენს. ვაქცინა ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0