00:55 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0355
  • 100 RUB4.5065
  • USD3.3198
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (758)
74 0 0

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის განცხადებაზე, რომ ბაიდენმა მოსკოვთან დაკავშირებით ობამას შეცდომები არ უნდა გაიმეოროს, რუსეთში კომენტარი გააკეთეს.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არ უნდა გაიმეოროს თანაპარტიელი ბარაკ ობამას შეცდომები, რომლებიც მან რუსეთთან ურთიერთობებში დაუშვა, განაცხადა დონალდ ტრამპის ყოფილმა თანაშემწემ ფიონა ჰილმა.

პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ბაიდენმა სხვა მიდგომა უნდა აირჩიოს.

„ობამა რუსეთს არასერიოზულად ეკიდებოდა და მას რეგიონულ „დერჟავად“ მოიხსენიებდა. [ობამას ადმინისტრაციას] არ სურდა რუსეთზე ძალიან ბევრი ეფიქრა“, — მიაჩნია ჰილს.

მისი თქმით, ობამას გაპრეზიდენტების მომენტიდან „მსოფლიო სრულიად შეიცვალა“ და ახლა ბაიდენის ადმინისტრაციას „სხვაგვარად ფიქრი მოუწევს“.

აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარი ანალიტიკოსმა მიხაილ ნეიჟმაკოვმა გააკეთა რადიო Sputnik-ის ეთერში.

„ეს განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ, სავარაუდოდ, გათვალისწინებული იქნება რუსეთის გაზრდილი გავლენა, მისი ახალი შესაძლებლობები, აქტიურობა ახლო აღმოსავლეთში, ოპერაციები სირიაში და ა.შ. მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ იგივე ფიონა ჰილი არცთუ იშვიათად ახსენებდა რუსეთსა და მის ხელმძღვანელობას საკმაოდ ცივად. გავიხსენოთ მისი ბრალდება „მოუქნელობაში“. ყველაფერი ეს აჩვენებს, რომ ამერიკულ საექსპერტო და პოლიტიკურ საზოგადოებაში, ერთი მხრივ, არიან ადამიანები, რომლებიც აღიარებენ რუსეთის ახალ შესაძლებლობებს მსოფლიოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარებაზე გავლენის მოსახდენად, მეორე მხრივ კი ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ექსპერტებიც კი გამოვლენ რუსეთთან შედარებით რბილი პოლიტიკის გატარების მოწოდებით. ანუ შესაძლოა პირიქით მოხდეს — მოსკოვთან დამოკიდებულებაში ხისტი ხაზის გატარება მოითხოვონ“, — თქვა ნეიჟმაკოვმა.

გამომდინარე აქედან, ექსპერტის აზრით, ბაიდენს უფრო გაუჭირდება მოსკოვთან ურთიერთობების აგება, ვიდრე ობამას.

მოსაზრება: და მაინც ბაიდენი – რამ შეუშალა ხელი ტრამპს რევანშში>>

„ეს უფრო რთული კი იმიტომ იქნება, რომ ობამას შემდეგ გასულ დროში სანქციების, ბრალდებებისა და ურთიერთობებში წინააღმდეგობების ტვირთი კიდევ უფრო დამძიმდა“, — აღნიშნა ნეიჟმაკოვმა.

14 დეკემბერს აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიის 538 წევრის კენჭისყრის შედეგების თანახმად, დემოკრატ ჯო ბაიდენს 306 ელექტორალური ხმა ერგო, ხოლო დონალდ ტრამპს — 232. შესაბამისად, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ბაიდენია არჩეული. კენჭისყრის შედეგები 6 იანვარს უნდა დამტკიცდეს კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სესიაზე. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი.

 

თემები:
რუსეთი დღეს (758)

მთავარი თემები