თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მას შემდეგ, რაც სენატში რესპუბლიკელთა ლიდერმა მიტჩ მაკკონელიმ ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება აღიარა, აცხადებს, რომ დანებება ჯერ ძალიან ადრეა.
მოსაზრება: და მაინც ბაიდენი – რამ შეუშალა ხელი ტრამპს რევანშში>>
მანამდე სენატორმა მაკკონელიმ ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგები აღიარა და ჯო ბაიდენს გამარჯვება მიულოცა. გარდა ამისა, რესპუბლიკელთა ლიდერმა თანაპარტიელ სენატორებს მოუწოდა, არ გაასაჩივრონ არჩევნების შედეგები კონგრესის 6 იანვრის სხდომაზე.
Trump's allies slam Mitch McConnell for congratulating Biden https://t.co/ak9nu6420L via @MailOnline. Mitch, 75,000,000 VOTES, a record for a sitting President (by a lot). Too soon to give up. Republican Party must finally learn to fight. People are angry!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) December 16, 2020
„ტრამპის მოკავშირეები აკრიტიკებენ მიტჩ მაკკონელის ბაიდენისთვის მილოცვის გამო... მიტჩ, 75 მილიონი ხმა რეკორდია მოქმედი პრეზიდენტისთვის (დიდი სხვაობით). დანებება ძალიან ადრეა. რესპუბლიკელებმა, ბოლოს და ბოლოს, ბრძოლა უნდა ისწავლონ. ხალხი განრისხებულია!“ — დაწერა ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე.
14 დეკემბერს აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიის 538 წევრის კენჭისყრის შედეგების თანახმად, დემოკრატ ჯო ბაიდენს 306 ელექტორალური ხმა ერგო, ხოლო დონალდ ტრამპს — 232. კენჭისყრის შედეგები 6 იანვარს უნდა დამტკიცდეს კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სესიაზე. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი.