16:18 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (672)
67 0 0

აშშ-სა და რუსეთს შორის არსებულ ერთადერთ შეთანხმებას შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე ვადა 2021 წლის თებერვალში გასდის.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა წინადადება, ერთი წლით გახანგრძლივდეს სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმება (СНВ-3) ყოველგვარი პირობის გარეშე, იუწყება РИА Новости.

რუსეთის ლიდერის თქმით, ეს შესაძლებელს გახდის, რომ „ჩატარდეს შინაარსიანი მოლაპარაკებები იმ პრობლემების ყველა პარამეტრზე“, რომლებიც მსგავსი შეთანხმებებით რეგულირდება.

რუსეთის ლიდერს მიაჩნია, რომ СНВ-3-ის გახანგრძლივება საშუალებას მისცემს სტრატეგიული სტაბილურობის შენარჩუნებით დაინტერესებულ სახელმწიფოებს, არ დარჩნენ „ისეთი ფუნდამენტური დოკუმენტის გარეშე, როგორიცაა სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმება“.

ამასთან ერთად პრეზიდენტმა პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს დაავალა, ჩამოაყალიბოს მოსკოვის პოზიცია СНВ-3-ის თაობაზე, შეძლებისდაგვარად სწრაფად მიაწოდოს ის ვაშინგტონს და მიიღოს პასუხი.

შეთანხმება СНВ-3, რომელსაც ხელი 2010 წელს მოეწერა, ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე. მის თანახმად, თითოეულმა მხარემ თავისი ბირთვული არსენალი აუცილებლად უნდა შეამციროს იმგვარად, რომ შეიარაღების ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს 700 კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას, წყალქვეშა ნავების ბალისტიკურ რაკეტებსა და მძიმე ბომბდამშენებს, 1500 ქობინს და 800 განთავსებულ და განუთავსებელ გამშვებ მოწყობილობას.

გარდა ამისა, შეთანხმება ავალდებულებს მოსკოვსა და ვაშინგტონს, გაცვალონ ინფორმაცია ქობინების“ რაოდენობასა და მათ მატარებლებზე წელიწადში ორჯერ.

2018 წელის 5 თებერვალი იყო უკიდურესი ვადა, რა დროისთვისაც რუსეთსა და შეერთებულ შტატებს СНВ-3-ის შეთანხმებაზე საკონტროლო მაჩვენებლებისთვის უნდა მიეღწიათ. შეთანხმებას ვადა 2021 წლის თებერვალში გასდის. ვაშინგტონი სხვადასხვა პირობებით მოითხოვს მოლაპარაკებებში პეკინის ჩართვას ახალი სამმხრივი ბირთვული შეთანხმების შესამუშავებლად. ჩინეთი ამ იდეას უარყოფს.

თემები:
რუსეთი დღეს (672)

მთავარი თემები