მოსაზრება: ტრამპმა და პუტინმა „საოქტომბრო სიურპრიზი“ მოამზადეს

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი
ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაც უფრო ახლოვდება ამერიკის პრეზიდენტის არჩვენები, მით უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს უსაფრთხოების ფაქტორი.

პიოტრ აკოპოვი

აშშ-ში უყვართ საუბრები „ოქტომბრის სიურპრიზზე“, ანუ ისეთ მოვლენასა თუ ინფორმაციაზე, რომელსაც წინასაარჩევნო განლაგების შეცვლა და სასწორის პინის ერთ-ერთი კანდიდატის სასარგებლოდ გადახრა შეუძლია. „სიურპრიზი“ შეიძლება იყოს როგორც წინასწარ მომზადებული, ისე სტიქიურიც — კანდიდატის „ელვარე“ სვლა, ახალი კომპრომატი, ბუნებრივ კატაკლიზმზე რეაქცია, საგარეო პოლიტიკური ნაბიჯი.

დონალდ ტრამპი პლაკატზე - Sputnik საქართველო
მოსაზრება: კრემლის მზაკვრული გეგმა – ეს ტრამპის გადარჩენაა

ახლა ასეთი სიურპრიზი ორივე კანდიდატს სჭირდება, მაგრამ კომპრომატები უკვე იმდენია გადმოღვრილი, რომ ახალი უკვე ვერაფერ პრინციპულს ვერ დაუმატებს ვერც „საშიშ და გიჟ ტრამპს“ და ვერც „მძინარე ბაიდენს მისი კორუმპირებული ოჯახით“. აი, საგარეო პოლიტიკას კი, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები პრეზიდენტის არჩევნებისას მაინცდამაინც არ ამახვილებენ ამაზე ყურადღებას, შეუძლია რეიტინგის გაზრდა. და აქ მოქმედ პრეზიდენტს ბუნებრივი ფორა აქვს (თუ ის „ტყვეობაში“ არაა, როგორც ეს კარტერის შემთხვევაში მოხდა 1980 წელს, როდესაც თეირანს ამერიკელები ჰყავდა დატყვევებული).

პრეზიდენტს შეუძლია რაღაცაზე შეთანხმდეს სხვა სახელმწიფოთა ხელმძღვანელებთან, მაგალითად, გახდეს მშვიდობისმყოფელი. ტრამპმა ბოლო თვეში უკვე ორჯერ ითამაშა ამაზე: ჯერ არაბეთ–ისრაელის შერიგებით, მერე კი სერბეთსა და კოსოვოს შორის შეთანხმებით. მაგრამ ეს ყველაფერი პირდაპირ არანაირად არ ეხება ამერიკელ ამომრჩეველს — რაში აინტერესებს მას ან ბალკანეთი და ან ახლო აღმოსავლეთი?

მაგრამ ტრამპი ავღანეთიდან ჯარების გამოყვანასაც აჩქარებს, დებს რა პირობას, რომ ამერიკელებს ზაფხულის ბოლომდე კი არა, უკვე საშობაოდ გაიყვანს ქვეყნიდან — ყველა ამერიკელს. მაგრამ ამის გაკეთება ნამდვილად არ გამოვა, მით უმეტეს, რომ შობა 3 ნოემბერზე გვიან დგება. თუმცა, არსებობს ისეთი რამ, რაც ყველა ამერიკელს შეეხება — გამალებული შეიარაღება, უსაფრთხოება და ფული — ბირთვული ომის საფრთხე (დაე, თუნდაც ჰიპოთეტური) და სულ უფრო მეტი თანხის ხარჯვის აუცილებლობა შეიარაღებაზე. სწორედ აქ შეიძლება გამოჩნდეს ზრუნვა მშვიდობიან ცაზე, რაც ასე უყვარს ტრამპს. მან უკვე არაერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისი კიმ ჩენ ინთან შეხვედრების წყალობითაა, რომ შეერთებული შტატები ბირთვული იარაღის მფლობელ ჩრდილოეთ კორეას არ ეომება; აი, კლინტონი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, მაშინ კი უბედურებას ნამდვილად ვერ აიცილებდნენ. მაგრამ გამოგონილი „კორეული საფრთხე“ უკვე ცოტა მივიწყებას მიეცა და „ოქტომბრის სიურპრიზისთვის“ რაღაც ახლის მოძებნაა საჭირო.

ვლადიმირ პუტინი და მუჰამად იბნ სალმანი - Sputnik საქართველო
მოსაზრება: პრინცი და პრეზიდენტი – რატომ არ ასვენებს აშშ-ს პუტინისა და მუჰამედის ურთიერთობა

და, როგორც ჩანს, ტრამპმა გადაწყვიტა, რომ იპოვა: მას პუტინთან გარიგების დადება სურს. სწორედ იმ პუტინთან, რომელთან კავშირშიც მას უკვე ოთხი წელია ადანაშაულებენ. ამასთან ბოლო კვირებში სულ უფრო მეტი მასალა ჩნდება იმის დასტურად, რომ მთელი ეს „რუსული კვალის“ ისტორია დემოკრატებისა და კლინტონის შტაბის სპეცოპერაცია იყო. ასე რომ, ახლა ტრამპი დემოკრატებსა და „ვაშინგტონურ ჭაობს“ მათივე „რუსული თემით“ ურტყამს — ზუსტადაც თქვენ ხართ შეთქმულები და არა გამოგონილი რგოლი ტრამპი–პუტინი, აი, რეალურ პუტინთან კი ტრამპი გარიგებას დებს, იმიტომ რომ ის მაგარია და პუტინი მას პატივს სცემს — დაახლოებით ასე აპირებს ტრამპი ამერიკელებისთვის რუსებთან მოლაპარაკების მიყიდვას.

რაზეა საუბარი? რაზე და მრავალტანჯულ და ოთხ თვეში ვადაგასასვლელ СНВ-3-ზე (სტრატეგიული შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ შეთანხმება), რომელიც პრაქტიკულად უკვე დაასამარა თავად ტრამპმა. რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა შეთანხმებისთვის ვადის გაგრძელებას გათვალისწინებული ხუთი წლით, ვაშინგტონში კი ამბობდნენ, რომ შეთანხმება მათთვის არახელსაყრელია და უნდა გადაიწეროს, დამატებები შევიდეს ან საერთოდაც სამმხრივი გახდეს. ანუ ჩინეთიც უნდა მიუერთდეს შეთანხმებას, რისი სურვილიც პეკინს არანაირად არ აქვს. ჩინეთი აცხადებს, რომ მას ისედაც ბევრად ნაკლები სტრატეგიული შეიარაღება აქვს, ვიდრე რუსეთს ან აშშ-ს. მოსკოვი სრულად უჭერდა მხარს პეკინის პოზიციას და ჩინეთის თაობაზე შეერთებული შტატების ყველა შენიშვნაზე პასუხობდა, რომ არ აიძულებს „ცისქვეშეთს“, მიუერთდეს შეთანხმებას.  

მოსკოვი - Sputnik საქართველო
მოსაზრება: დასავლური ხაფანგი რუსეთისთვის – შეტყუების მცდელობა

იყო სხვა ამერიკული მოთხოვნებიც, უკვე ორმხრივი ხასიათისა, რომელთა დიდი ნაწილი რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. СНВ-3-ის შეთანხმება ნელ-ნელა უახლოვდება აღსასრულს და ამერიკელებმა ახლაღა დაიწყეს რუსეთთან კონსულტაციები. ამასთან მთელი ამ ხნის განმავლობაში ისეთ სახეს იღებდნენ, თითქოს შეთანხმება რუსეთს უფრო სჭირდება, ვიდრე მათ. და, საერთოდაც, თუ მოსკოვი ამერიკულ მოთხოვნებს 3 ნოემბრამდე არ მიიღებს, მერე გახანგრძლივების პირობები კიდევ უფრო მკაცრი გახდებაო.  

რუსეთი მშვიდად რეაგირებდა ასეთ იაფფასიან ილეთებზე — ბოლოს და ბოლოს, შეთანხმება ორივე მხარეს სჭირდება. კრემლი არ აპირებდა ტრამპის ბიძგებას ხელმოწერისკენ, მაგრამ გასულ კვირაში ვლადიმირ პუტინმა შეახსენა, რომ ჯო ბაიდენმა უკვე დადო СНВ-3-ის გახანგრძლივების ან ახალი შეთანხმების დადების პირობა.

ამის შემდეგ რამდენიმე ამერიკულ გამოცემაში გაჩნდა თეთრი სახლიდან და კონგრესიდან გაჟონილი ცნობები: „პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმედი აქვს, რომ არჩევნებამდე რუსეთისგან თანხმობას მიიღებს СНВ-ს დადებაზე“, „ტრამპის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ პრინციპული თანხმობა აქვთ მიღებული პრეზიდენტ პუტინისა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელ ნიკოლაი პატრუშევისგან შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ახალი ბირთვული გარიგების დადებაზე. შეთანხმებაზე მუშაობა შეიძლება ერთ კვირაში დასრულდეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ჩინოვნიკი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ყველაზე მაღალ დონეზე იყო მიღებული ეროვნული უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო დეპარტამენტში. მისი თქმით, სენატის საერთაშორისო კომიტეტისა და ეროვნული უშიშროების სამუშაო ჯგუფის ზოგმა წევრმა ამ მსჯელობის შემაჯამებელი დოკუმენტებიც კი მიიღო“. გამოცემა აღნიშნავს, რომ წინასაარჩენო ბირთვულ შეთანხმებაზე მუშაობის ახალი გრაფიკი „სიურპრიზად იქცა მაღალჩინოსანი რესპუბლიკელებისა და თეთრი სახლის ზოგი წარმომადგენლისთვის“.

აშშ-ს დროშა - Sputnik საქართველო
მოსაზრება: მოუქნელი ამერიკული ხელი „კისინჯერის სამკუთხედს“ ბოლომდე ამსხვრევს

ტრამპი აშკარად ამზადებს სიურპრიზს: პუტინთან შეთანხმებას, რისთვისაც არც მას მოუწევს მოსკოვში ჩაფრენა და არც პუტინს — ვაშინგტონში. ყველაფერი ორი პრეზიდენტის განცხადებით შემოიფარგლება — ან იმით, რასაც ამერიკელმა მომლაპარაკებელმა, მარშალმა ბილინგსლიმ პრეზიდენტის მემორანდუმის ხელმოწერა უწოდა, რომელიც СНВ-3-ის შეთანხმებას უძღვის წინ. ანუ ეს იქნება ჩარჩო–ხელშეკრულება, რომელშიც დაფიქსირდება მომავალი შეთანხმების კონტურები СНВ-3-ის გახანგრძლივების თაობაზე რაღაც დროით.

ნუთუ ვაშინგტონი მართლაც მზადაა ამგვარი ნაბიჯისთვის?..

უახლოეს დღეებში ჩვენ ტრამპის აზრს შევიტყობთ. და რაღაც გვკარნახობს, რომ ის ხელიდან არ გაუშვებს პუტინთან ერთობლივ დოკუმენტზე ხელმოწერის შანსს, რაც მას მეორე ვადით არჩევაში დაეხმარება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0