02:30 01 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (180)
12802

ჩვენ აღვადგენთ ნორმალურ ურთიერთობებს სახელმწიფოებს შორისაც და ადამიანებს შორისაც, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თინა კანდელაკთან ინტერვიუში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართულ–რუსული ურთიერთობების აღდგენის იმედი გამოთქვა.

მინისტრმა გუშინ ინტერვიუ მისცა თინა კანდელაკს ტელეარხ RTVI–ზე პროექტისთვის „სპეციალური სტუმარი“. მან ისაუბრა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ კრემლში პროტესტების მიმართ ბელარუსში, რას უნდა ელოდონ აშშ–ის პრეზიდენტის არჩევნებისგან და არის თუ არა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შანსი.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთან ურთიერთობები აღდგება, მოგვარდება. ვხედავთ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას ემხრობიან. ისინი ჯერ მცირე პარტიები არიან მმართველ ელიტაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ჩვენი ტრადიციული, ისტორიული სიახლოვე, ჩვენი ხალხების ურთიერთმიზიდულობა გაიმარჯვებს, და პროვოკატორები, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველო არ დაუბრუნდეს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალურ რელსებს, გაწბილებული დარჩებიან“, – განაცხადა ლავროვმა.

მინისტრმა ქვეყნებს შორის ამჟამად არსებულ ურთიერთობებს ანომალიური უწოდა.

„მგონია, რომ ქართველი ბრძენი ხალხი, რომელსაც უყვარს სიცოცხლე, შეიძლება თითქმის ისევე და იმავე გამოვლინებებში, როგორც რუსეთის ფედერაციის ხალხებს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მისწრაფებების ბევრი დამთხვევის შესახებ ვიცი, მაინც გადალახავს ამჟამინდელ ანომალიურ სიტუაციას და ჩვენ ნორმალურ ურთიერთობებს ავაგებთ სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის“, – აღნიშნა ლავროვმა.

საქართველოსა და რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის შემდეგ აღარ აქვთ. საქართველომ ეს ურთიერთობები მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (180)

მთავარი თემები