სერგეი ლავროვი დარწმუნებულია, რომ საქართველოსთან ურთიერთობები აღდგება

© photo: Sputnikსაქართველოსა და რუსეთის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შეხვედრა
საქართველოსა და რუსეთის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენ აღვადგენთ ნორმალურ ურთიერთობებს სახელმწიფოებს შორისაც და ადამიანებს შორისაც, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თინა კანდელაკთან ინტერვიუში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართულ–რუსული ურთიერთობების აღდგენის იმედი გამოთქვა.

მინისტრმა გუშინ ინტერვიუ მისცა თინა კანდელაკს ტელეარხ RTVI–ზე პროექტისთვის „სპეციალური სტუმარი“. მან ისაუბრა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ კრემლში პროტესტების მიმართ ბელარუსში, რას უნდა ელოდონ აშშ–ის პრეზიდენტის არჩევნებისგან და არის თუ არა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შანსი.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
„ჩვენ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებდა“: ლავროვი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთან ურთიერთობები აღდგება, მოგვარდება. ვხედავთ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას ემხრობიან. ისინი ჯერ მცირე პარტიები არიან მმართველ ელიტაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ჩვენი ტრადიციული, ისტორიული სიახლოვე, ჩვენი ხალხების ურთიერთმიზიდულობა გაიმარჯვებს, და პროვოკატორები, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველო არ დაუბრუნდეს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალურ რელსებს, გაწბილებული დარჩებიან“, – განაცხადა ლავროვმა.

მინისტრმა ქვეყნებს შორის ამჟამად არსებულ ურთიერთობებს ანომალიური უწოდა.

„მგონია, რომ ქართველი ბრძენი ხალხი, რომელსაც უყვარს სიცოცხლე, შეიძლება თითქმის ისევე და იმავე გამოვლინებებში, როგორც რუსეთის ფედერაციის ხალხებს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მისწრაფებების ბევრი დამთხვევის შესახებ ვიცი, მაინც გადალახავს ამჟამინდელ ანომალიურ სიტუაციას და ჩვენ ნორმალურ ურთიერთობებს ავაგებთ სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის“, – აღნიშნა ლავროვმა.

საქართველოსა და რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის შემდეგ აღარ აქვთ. საქართველომ ეს ურთიერთობები მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0