13:25 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (527)
50 0 0

ამერიკელმა პოლიციელებმა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებისას რუსული მასმედიის წარმომადგენლებს ზიანი მიაყენეს.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს გენერალური დირექტორი დმიტრი კისელიოვი მოითხოვს, გამოიძიონ აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან პრესის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ყველა უკანონო ქმედება. 

გასულ კვირას ამერიკელმა პოლიციელებმა РИА Новости-ს კორესპონდენტს მიხაილ ტურგიევს პირდაპირ სახეში შეასხურეს წიწაკის გაზი, როდესაც ის მინეაპოლისში არეულობას აშუქებდა, ხოლო სამშაბათს ვაშინგტონში, თეთრ სახლთან რეზინის ტყვია ესროლეს Sputnik-ის პროდიუსერს ნიკოლ რუსელს. ამასთან, ორივე მათგანმა მკაფიოდ წარუდგინა თავი პოლიციას ჟურნალისტად და დამადასტურებელი პრეს-ბარათიც აჩვენა. 

„Sputnik-ის პროდიუსერმა ნიკოლ რუსელმა მოგვითხრო, რომ პოლიციელი დამიზნებით ესროდა მას უკვე მას შემდეგ, რაც მან პრეს-ბარათიც აჩვენა და ხმამაღლაც უთხრა, რომ პრესას წარმოადგენდა. ნიკოლი თეთრ სახლთან არეულობის გადაღების დროს წაიქცა და როცა წამოდგა, მაინც ესროლეს. პრინციპმა „მწოლიარეს არ სცემენ“ არ იმოქმედა ამერიკელ პოლიციელზე. რა თქმა უნდა, ის დაუსჯელი დარჩება და შემდეგ ჯერზეც ესვრის ჟურნალისტს. გაგვიმართლა, რომ  ნიკოლი ცოცხალია, რეზინის ტყვიას, თითქმის მიბჯენით სროლისას, შეუძლია მოკლას ადამიანი“, — განუცხადა კისელიოვმა РИА Новости-ს.

სააგენტოს გენერალურ დირექტორს მიაჩნია, რომ აშშ-ის პოლიცია ამგვარი დაუშვებელი მეთოდებით მიზანმიმართულად ცდილობს ჟურნალისტების დაშინებას.

„მოვუწოდებთ ყველა კოლეგას ჟურნალისტური სოლიდარობისკენ და ასევე თითოეული ასეთი შემთხვევის გამოძიებისკენ“, — ხაზი გაუსვა კისელიოვმა.

Россия сегодня-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ შეიძლება იმ ამერიკელი პოლიციელების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანაზეც დაფიქრდნენ, რომლებიც სააგენტოს ჟურნალისტებს მინეაპოლისსა და ვაშინგტონში დაესხნენ თავს. 

„ბოლო სამ დღეში ამერიკული პოლიცია ორჯერ დაესხა თავს ჩვენი სააგენტოს РИА Новости-ს ჟურნალისტს მინეაპოლისში და Sputnik-ის პროდიუსერს ვაშინგტონში. ჟურნალისტებმა ორივე შემთხვევაში აჩვენეს მათ პრეს-ბარათები და ხმამაღლა უთხრეს, რომ პრესას წარმოადგენდნენ. ამის ვერდანახვა და ვერგაგონება შეუძლებელი იყო. ამ დღეებში იგივე შეემთხვათ ჩვენს ამერიკელ კოლეგებსაც. სამართლებრივ სახელმწიფოში ჩვენ, რაღა თქმა უნდა, სასამართლოში ვიჩივლებდით. მაგრამ თანამედროვე ამერიკაში არ არსებობს არანაირი საფუძველი მივიჩნიოთ, რომ ის პოლიციაზე უკეთ მოიქცევა“, — განაცხადა სიმონიანმა.

ორშაბათს ეუთოს წარმომადგენელმა პრესის თავისუფლების საკითხებში არლემ დეზირმა აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხო მუშაობა, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ. მისი თქმით, თავისუფალი პრესის როლის შენარჩუნება ყველა დროში აუცილებელია და ჟურნალისტებს ინფორმაციის გადაცემისას არ უნდა ეშინოდეთ ძალადობის, დაკავებისა ან დაშინების.

ნგრევა, არეულობა და მასობრივი პროტესტი: რა ხდება აშშ-ში – ფოტო>>

საპროტესტო ტალღა, რომელსაც არეულობა, ვანდალური აქტები და პოლიციელებზე თავდასხმები მოჰყვა, აშშ-ის 140 ქალაქს მოედო. დემონსტრანტები ცეცხლს უკიდებენ და ამსხვრევენ სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებს, ძარცვავენ მაღაზიებს. არეულობის მიზეზად იქცა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი, რომელიც მინეაპოლისში დაკავებისას პოლიციას შემოაკვდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე მოვლენები „საშინაო ტერორიზმად“ შეაფასა და მძიმედ შეიარაღებული არმიის გამოყვანით დაიმუქრა, თუ შტატების ან ქალაქების ხელისუფლებები უარს იტყვიან მოსახლეობის სიცოცხლისა და ქონების დასაცავად საჭირო ქმედებების განხორციელებაზე.   

მასმედიის ინფორმაციით, ამ დროისათვის აშშ-ში უკვე დაკავებულია 9.3 ათასი დემონსტრანტი, მათ შორის ლოს-ანჯელესში — 2 700 ადამიანი, ნიუ-იორკში — დაახლოებით 1500 კაცი.

 

თემები:
რუსეთი დღეს (527)

მთავარი თემები