მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ეუთო აშშ-ის ხელისუფლებას ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / STRINGER / გადასვლა მედიაბანკშიპროტესტები აშშ-ში
პროტესტები აშშ-ში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ში მიმდინარე არეულობისას, რომელმაც ათობით შტატი და ქალაქი მოიცვა, უკვე დაშავდა სხვადასხვა ქვეყნის მასმედიის რამდენიმე წარმომადგენელი

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. ეუთოს წარმომადგენელმა მასმედიის თავისუფლების საკითხებში არლემ დეზირმა ორშაბათს აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს იმ ჟურნალისტების უსაფრთხო მუშაობა, რომლებიც პროტესტს აშუქებენ.

„ღრმად ვარ შეშფოთებული პოლიციისა და დემონსტრანტების მხრიდან ინციდენტების და თავდასხმების რაოდენობით იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც აშშ-ში ბოლო დღეებში მიმდინარე პროტესტს აშუქებენ. ბევრი ასეთი ინციდენტი შეიცავდა დაპატიმრებას და ძალის გამოყენებას პოლიციის მხრიდან, მათ შორის, რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის სპრეის გამოყენებას, ასევე დემონსტრანტთა მხრიდან თავდასხმებს. ხელისუფლებას მოვუწოდებ, გამოიჩინონ თავშეკავება და უზრუნველყონ ჟურნალისტთა უსაფრთხო მუშაობა პროტესტების გაშუქებისას. თავისუფალი პრესის როლის შენარჩუნება აუცილებელია ყველა დროში და ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ ინფორმაციის თავისუფლად გადაცემა, ძალადობის, დაკავებისა თუ დაშინების საფრთხის გარეშე“, - მოჰყავს დეზირის სიტყვები ორგანიზაციის პრესსამსახურს.

ამას წინათ ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის სამიზნე გახდა „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი მიხეილ ტურგიევი, რომელიც მინეაპოლისში პროტესტს აშუქებდა. მას სახეში ცრემლსადენი გაზი შეასხურეს მას შემდეგ, რაც ჟურნალისტის მოწმობა წარადგინა.

არეულობა აშშ-ში: როგორ ანგრევენ მომიტინგეები მაღაზიებს ნიუ-იორკში - ვიდეო - Sputnik საქართველო
არეულობა აშშ-ში: როგორ ანადგურებენ მომიტინგეები მაღაზიებს ნიუ-იორკში – ვიდეო

ანალოგიურად მოექცნენ პოლიციელები ამერიკული ტელეარხ VICE-ის ჯგუფს.

ორშაბათს პირდაპირ ჩართვამდე რამდენიმე წუთით ადრე პოლიციის მხრიდან სროლაში მოყვა გერმანული მედიაკომპანია Deutsche Welle-ს გადამღები ჯგუფი. ჟურნალისტების თქმით, პოლიციელებმა მათ პროტესტის ადგილის დატოვება მოსთხოვეს იმის მიუხედავად, რომ მათ აკრედიტაციის დოკუმენტი წარადგინეს.

ეუთოს მონაცემებით, პოლიციის ქმედების გამო დაზარალდნენ Reuters-ის ოპერატორი, Denver Post-ის რამდენიმე ჟურნალისტი, ასევე სხვა ამერიკული მედიასაშუალებების ფოტოგრაფები და კორესპონდენტები. გარდა ამისა, დააკავეს AFP-ისა და CBS-ის, ფრანგული ტელეარხ TV TF1-ისა და ავსტრალიური Nine News Australia -ს ჟურნალისტები, იუწყება პრესსამსახური.

რა მოხდა მინეაპოლისში

მინეაპოლისში და აშშ-ის სხვა ქალაქებში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს პოლიციის თანამშრომლებს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდათ. ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ხელბორკილიანი მამაკაცი ასფალტზე წევს, ხოლო პოლიციელი კისერზე მუხლით ებჯინება. დაკავებული რამდენჯერმე იმეორებს, რომ სუნთქვა და მოძრაობა უჭირს, შემდეგ კი ლაპარაკს წყვეტს. მოგვიანებით ის რეანიმაციაში გარდაიცვალა.

არეულობა მინეაპოლისში - Sputnik საქართველო
არეულობა მინეაპოლისში: ქალაქში ეროვნული გვარდია შეიყვანეს

მინეაპოლისში დაწყებული პროტესტი დარბევაში გადაიზარდა და სხვა შტატებსაც მოედო. ბოლო მონაცემებით, პოლიციის საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღამ, სულ მცირე, 140 ქალაქი მოიცვა, 29 მაისს კი პროტესტი და შეტაკება პოლიციასთან ვაშინგტონში, თეთრ სახლთან დაიწყო.

40 ქალაქში, მათ შორის, ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოში, ბევერლი-ჰილზში, ჩიკაგოში, ორლანდოში, ატლანტაში, დენვერში, დასავლეთ ჰოლივუდში, კომენდანტის საათი გამოაცხადეს.

დემონსტრაციების დაწყების შემდეგ სამსახურიდან ოთხი პოლიციელი გაათავისუფლეს, ერთ მათგანს - დერეკ ჩავენს - გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. გამოძიებაში ჩაერთო გამოძიების ფედერალური ბიურო, რომელმაც საქმე პრიორიტეტულად გამოაცხადა.

ამჟამად პოლიციის ყოფილი ოფიცერი ჩავენი, New York Post-ის მონაცემებით, მინესოტას მკაცრი რეჟიმის ციხეში იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0